05.მაისი .2016 10:38

"აწარმოე საქართველოში" პროექტით მარტყოფში, ხელვაჩაურსა და ოზურგეთში ახალი საწარმოები დაფინანსდა

views 1388
უკან

სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ სამი ახალი საწარმო შეიქმნება, - სოფელ მარტყოფში მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერული მეურნეობის, დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მინერალური პროდუქტების საწარმოს პროექტებს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
 
სოფელ მარტყოფში მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მესაქონლეობის ფერმერულ მეურნეობას კომპანია „მარტყოფის ბაგა“ ააშენებს რისთვისაც გათვალისწინებული აქვს 2,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია;

1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება დაბა ხელვაჩაურში სამშენებლო მასალების საწარმოო კომბინატის მშენებლობაში;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მინერალური პროდუქტების საწარმოს მშენებლობაში კი შპს “ასკანგელ ალიანსი” 200 ათას ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.
დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ კომპანიების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის პროცესში.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ თითოეული ასეთი პროექტი განსაზღვრულია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ძალიან ხშირად საჭიროა მეტი ინფორმაციის მიტანა",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა