19.თებერვალი .2016 10:21

"აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, სასტუმროებისთვის დაფინანსება უცხოურ ვალუტაშიც გაიცემა

views 1211
უკან

პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, საწარმოების დაფინანსების ზღვარი დაბლა დაიწევს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, გარდა ამისა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სასტუმროების ნაწილში დაფინასება უცხოურ ვალუტაშიც იქნება.
 
"სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, ვინაიდან საბანკო სექტორმა პრინციპში გამოთქვა ეს მოსაზრებები, რომ იმისთვის, რათა გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა საჭირო იქნება უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, ვინაიდან აქ უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც ასე იქნება უკეთესი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.