12.სექტემბერი .2019 10:50

"აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება"

views 104
უკან

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, დღეს ჩიკაგოში ამერიკის უმსხვილეს ავიაკომპანია UNITED AIRLINES-შეხვდება.

UNITED AIRLINES შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც American Airlines-ის მსგავსად, 1926 წელს დაარსდა. UNITED AIRLINES მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია იყო, რომელმაც სხვადასხვა სერვისები, მათ შორის, ბორტგამცილებლის თანამდებობა თავის საჰაერო ხომალდებზე პირველმა დანერგა.

გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, სადაც უკანასკნელ წლებში საავიაციო ბაზარი უპრეცედენტოდ სწრაფად განვითარდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ზრდის ტემპი 24%–ით გაიზარდა. 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო.

"შეერთებულ შტატებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ჩვენი დელეგაცია ამ ვიზიტისთვის რამდენიმე თვეა ემზადება. მინისტრმა ნათია თურნავამ ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დაანონსა", – აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4–ჯერ მეტია, ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო.

როგორც "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში" აცხადებენ, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ქვეყნის საავიაციო ბაზრისადმი ინტერესის გაზრდას ხელი შეუწყო საქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სფეროში განხორციელებულმა ლიბერალურმა პოლიტიკამ, პირდაპირი რეისების განხორციელებამ და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა