17.ივლისი.2019 17:11
ეკონომიკა

"არ შეიძლება, ტურიზმი ქვეყნის განვითარების მთავარი დარგი იყოს"

"არ შეიძლება, ტურიზმი ქვეყნის განვითარების მთავარი დარგი იყოს"

„სანამ ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა არ ჩამოყალიბდება და ვიქნებით დამოკიდებული ტურისტის ჩამოსვლაზე, ღვინის და მინერალური წყლის გატანაზე, ჩვენი ეკონომიკა ყოველთვის მოწყვლადი დარჩება,“ - ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ რუსულ ტურისტულ ემარგოზე საუბრისას განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე, რომელის ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან იმართება.

პაპავას თქმითვე, ტურიზმი - ეს გადარჩენის ეკონომიკაა.

„ყველას აქცენტი მოკლევადიან ქმედებებზეა გაკეთებული, მაგრამ, სამწუხაროდ, არა გრძელვადიან პრობლემებზე. ის, რაც საქართველოს ეკონომიკას ახლა მოუვიდა ამის საფუძველი 15 წელი იქმნებოდა, ამიტომ ჩვენი ეკონომიკისადმი მიდგომა პრინციპულად უნდა შევცვალოთ.

მიმდინარე ეტაპზე უნდა გადავარჩინოთ ტურიზმი და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ საქართველოში დასვენებას, უნდა მოვძებნოთ სხვდასხვა გზები სხვადასხვა ქვეყნების ჩართულობით, მაგრამ სტრატეგიულად ეს ისევ იმ მცდარი პოლიტიკის გაგრძელება იქნება, რაც საქართველოში ამ დრომდე იყო.

ტურიზმი არ შეიძლება ქვეყნის განვითარების მთავარი დარგი იყოს. პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გაახმოვანა, რომ ქვეყანაში განათლების და მეცნიერების ხელშეწყობა მთავარი უნდა იყოს,“ - განმარტა პაპავამ.

ლადო პაპავას თქმითვე, ქვეყანაში განათლების სექტორის განვითარებას დრო და თანხები სჭირდება, მაგრამ ის მაინც პრიორიტეტული უნდა გახდეს.

„გადარჩენაზე ორიენტირებულები როდემდე უნდა ვიყოთ? მთავრობას ერთ წელში არჩევნები აქვს და უმთავრესი საზრუნავი მაინც გადარჩენის ეკონომიკაა. თუმცა, ოპტიმისტურ განწყობას პრემიერის განცხადება ქმნის, რომ პრიორიტეტული უნდა გახდეს განათლება და მეცნიერება შედეგი მალე არ იქნება, განათლებას და მეცნიერებას დიდი თანხის ჩადება და დიდი დრო უნდა, მაგრამ ეს სწორი გზაა. თუ არადა ვიქნებით მუდმივად ამ იწილო-ბიწილოში.“ - აღნიშნა პროფესორმა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

21.აგვისტო.2019 15:30
46

ავიასანქციების გამო, TAV Georgia-ში წლიურად მგზავრთკანადის 12%-14%-იან შემცირებას პროგნოზირებენ

ვრცლად
21.აგვისტო.2019 15:24
113

ნათია თურნავა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას აფასებს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 15:01
331

2020 წლიდან „RYANAIR“ 9 ახალ მიმართულებას დაამატებს - მათგან ერთ-ერთია კიოლნი

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:41
543

სამი მიმართულება, სადაც „RYANAIR“ ქუთაისის და თბილისის აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:26
290

"RYANAIR“ ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებიდან ნოემბრიდან იფრენს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 14:15
153

სამთავრობო პროგრამის ბენეფიციარს მთავრობისავე გადაწყვეტილების გამო, პრობლემა შეექმნა

ვრცლად