20.თებერვალი .2016 17:24

"არ არის უბრალო ამბავი, რომ არცერთი ბიზნესმენი ქვეყანაში დღეს არ იტყვის, რომ მასზე ზეწოლაა"

views 1270
უკან

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მთავრობის ძირითად მიღწევები დაასახელა. პრემიერი მთავარ მიღწევებად, ევროპასთან დაახლოვებას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ჩინეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და თავისუფალ ბიზნესს ასახელებს.
 
"შეიძლება ეს ბევრჯერ ითქვა, მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი, რომ არცერთი ბიზნესმენი დღეს ქვეყანაში არ იტყვის, რომ მასზე რაიმე ტიპის ზეწოლა ხორციელდება, ან ვინმე რამეს აძალებს. მე ასეთი ადამიანი არ მეგულება და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა.

მიღწევაა, რომ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს უფრო მეტად მივეფერეთ, უფრო მეტი სითბო ვაჩვენეთ, თუნდაც ჯანდაცვის პროგრამის გზით. მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ დღეს ადამიანს არ აქვს დასაგირევებელი საკუთარი სახლი ან საცხოვრებელი ან ქონება, იმისთვის რომ მან იმკურნალოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომფორტია მოსახლეობისთვის.

მიღწევაა, რომ ჩვენ შევძელით თანმიმდევრულად გაგვეკვალა გზა ევროპისკენ. დღეს საქართველოს აქვს დივერსიფიცირებული ექსპორტი, მათ შორის ჩვენ გვაქვს ექსპორტი რუსეთის ბაზარზე. ძალიან დიდი მიღწევაა, რომ ჩინეთთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა