06.იანვარი.2016 11:24
საზოგადოება

"აქციზის ზრდა ეკონომიკურ ზრდას ანელებს და გვაღარიბებს, ასე დავრჩებით ღარიბები და მწეველები"

"აქციზის ზრდა ეკონომიკურ ზრდას ანელებს და გვაღარიბებს, ასე დავრჩებით ღარიბები და მწეველები"
თამბაქოზე გაზრდილ ფასს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება გიგა ბედინეიშვილი. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი მიიჩნევს, რომ გაზრდილი გადასახადი მწეველების რიცხვს ვერ შეამცირებს და ის ეკონომიკურ ზრდაზეც უარყოფითად აისახება.
 
"თამბაქოს მოხმარების შემცირება უკავშირდება ბევრ ფაქტორს (სტატისტიკურად კორელაციაშია მათთან). მათ შორის ფასის ზრდას რომელსაც გადასახადის ზრდა იწვევს. მოწევა ძირითადად დამოკიდებულებაა, ამიტომ მოხმარება ფასის ზრდაზე შედარებით ნაკლებადაა მგრძნობიარე. უფრო ალბათურია მწეველი იაფ სიგარეტზე გადავიდეს, ვიდრე დაანებოს. 50% ით ფასის ზრდა 20%-ით მოხმარებას ამცირებსო WTO რომ ამბობს განზრახ ტყუილის გავრცელება მგონია - მაგათ ადრეც უქნიათ ეგ. ალბათ ამ კვლევაში კონტრაბანდული მოცულობები არაა გათვალისწინებული.

თუმცა ვიღაცამ შეიძლება მართლა დაანებოს თავი მოწევას ფასის გამო. ამის ხეირი უნდა შედარდეს უარყოფით შედეგებს: უფრო მაღალი გადასახადი, რომლითაც მთავრობა უფრო ძლიერდება (ხალხი სუსტდება), უფრო მეტი შესაძლო მავნებლობა მთავრობის მიერ. ამით გამოწვეული კონტრაბანდის საწინააღმდეგოდ მეტი საჭირო რესურსი (მეტი გადასახადი) ა.შ.

უფრო მნიშვნელოვანი კორელაცია მოწევას და ეკონომიკურ კეთილდღეობას, მოწევას და განათლებას შორისაა (რაც თავის მხრივ კეთილდღეობასთანაა კავშირში). უფრო მდიდარ საზოგადებაში უფრო ნაკლებს ეწევიან. თან ნაკლებს ეწევიან იმის მიუხედავად რომ ფარდობითად მდიდარ ქვეყნებში (თუნდაც უფრო ძვირი) სიგარეტის ფასი გაცილებით ხელმისაწვდომია ვიდრე ღარიბ ქვეყნებში.

აქედან დასკვნა რაც უფრო მალე გავმდიდრდებით მით უფრო მალე დავაფასებთ ჯანმრთელობას. აქციზის (ნებისმიერი გადასახადის) ზრდა კი ეკონომიკურ ზრდას ანელებს და მხოლოდ გვაღარიბებს. ასე დავრჩებით ღარიბები და მწეველები“, - წერს ბედინეიშვილი.

24.ივლისი.2019 12:33
60

მამუკა ხაზარაძის ადვოკატი: “ჯერ ჩვენც არაფერი ვიცით”

ვრცლად
24.ივლისი.2019 12:19
85

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში, დღეს, 17:00 საათზე არიან დაბარებულები

ვრცლად
24.ივლისი.2019 12:06
62

ხაზარაძე და ჯაფარიძე დღეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

ვრცლად
24.ივლისი.2019 11:22
1231

თბილისის საზ.ტრანსპორტში ერთჯერადი მგზავრობის საფასური შესაძლოა, 1 ლარამდე გაიზარდოს

ვრცლად
24.ივლისი.2019 09:45
224

დღეს, კახა კალაძე თურქეთს ეწვევა და თბილისისთვის განკუთვნილ ავტობუსებს დაათვალიერებს

ვრცლად
23.ივლისი.2019 19:00
870

რა ღირს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომერი საქართველოში

ვრცლად