13.თებერვალი.2016 12:22
ეკონომიკა

"ანაკლიის პორტი მუდმივად საქართველოსი იქნება", - ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან

"ანაკლიის პორტი მუდმივად საქართველოსი იქნება", - ინტერვიუ მამუკა ხაზარაძესთან
ანაკლკიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში TBC Holding-ისა და ამერიკული კომპანია Conti International-ის კონსორციუმმა გაიმარჯვა. პორტის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. "თი-ბი-სი ჯგუფის" პრეზიდენტი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიაში პორტის მშენებლობის პირველი იდეა 1966 წელს გაჩნდა, მას შემდეგ პროექტი რამდენჯერმე შეიცვალა, - მას ჯერ "ლაზიკა", შემდეგ კი ანაკლიის პორტი ეწოდა. "საუკუნის პროექტზე", მამუკა ხაზარაძე, "ბიზნესკონტაქტთან" საუბრობს. 

- კომუნისტების დროს, 1966 წელს დაწყებული თემა, თითქმის 40 წელიწადი თაროზე იდო, - თქვენი ჯგუფიდან ვისი იდეა იყო ამ პროექტის რეინკარნაცია?

- 2013 წელს ამერიკიდან ჩემი ჯგუფელები იყვნენ ჩამოსული, კურტ კონტთან ერთად, სწორედ მაშინ  გადავწყვიტეთ, რომ ეს იდეა გაგვეცოცხლებინა. პროექტი იმდენად დიდია, რომ მასთან შეჭიდებას დამოუკიდებლად ვერც ვიფიქრებდი. საქართველოში ამისთვის საჭირო რესურსი, ძალა და ინჟინრული მომზადება ჯერ-ჯერობით არ არსებობს. 

- კონსორციუმს ჩინური მხარე როდის შემოუერთდება?

- ჩვენ გვსურდა, რომ ეს ტენდერის გამოცხადებამდე ყოფილიყო. მოლაპარაკება გაგრძელდა, რამაც მეტი დაგვანახა და შეგვასწავლა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ჩინურ მხარესთან და რა იქნება მათი ჩართულობით ჩვენი ქვეყნისთვის უფრო საინტერესო. დღეს ვერ დავასახელებ იმ კომპანიებს, რადგან ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ უახლოეს პერიოდში ჩვენ ჩინურ კომპანიასაც დავიმატებთ.

- თუმცა, ჩინური მხარე თქვენი კონკურენტი კომპანიის პარტნიორიც იყო, თქვენც Conti-სთან ერთად ჩინურ მხარესთან ურთიერთობთ, - რა არის ის უმთავრესი, რაც გიბიძგებთ იმისკენ, რომ ჩინური კომპანია თქვენი პარტნიორი გახდეს?

- არის პოლიტიკური განცხადება იმისა, რომ საქართველო არის დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის, ჩინეთსა და ევროპას შორის, სწორედ ამიტომ კონსორციუმში ჩვენ მხარის აუცილებლობას ვხედავთ. ჩვენი ბიზნეს-გეგმა ძალიან კონსერვატიულადაა შედგენილი და მასში ერთი კონტეინერიც კი არ გვაქვს ჩინეთიდან ჩადებული. გათვლები ჩინური ტვირთის გარეშე გავაკეთეთ. ეს ძალიან საინტერესო მიდგომაა.

ეს ერთ-ერთი პირველი პრეცედენტია მსოფლიოში, სადაც ამხელა ინფრასტრუქტურულ პროექტს კერძო კაპიტალი ააშენებს. როგორც წესი, პორტის მშენებლობაში სახელმწიფოები იღებენ მონაწილეობას. თუმცა ჩვენი ერთობლივი მუშაობა იმას გულისხმობს, რომ პორტი მუდმივად საქართველოსი იქნება. ჩვენ 49 წლიანი კონცესია გვაქვს მოგებული და პორტი საქართველოს საკუთრება იქნება.

- პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი პირველი გემების მიღებას შეძლებს?

- პორტის განვითარება ცხრა ეტაპს მოიცავს. ეს ის ხელშეკრულებაა, რომელზეც ჩვენ სახელმწიფოსთან შევთანხმდით. პირველი ფაზა სამი წლის განმავლობაში ინვესტირებას გულისხმობს. მთლიანი პროექტი, ჩვენი გათვლებით,  2,5 მილარდიანია. სამ წელიწადში პირველი გემი უნდა იქნეს მიღებული. მშენებლობა დაიწყება, როგორც კი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან გარემოზე ზემოამედების დასკვნა გვექნება და ეს ჩვენი საერთაშორისო დამფინანსებლების მიერ უნდა იქნეს მიღებული. ამას თავისი პროცედურა აქვს, რადგან სამხრეთით უნიკალური კოლხეთის დაბლობია, რომელსაც ასევე სერიოზული დაცვა სჭირდება და ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვუდგებით. საუკეთესო სპეციალისტები გვყავს ჩართული არა მარტო გარემოს დაცვის, არამედ ინჟინრული თვალსაზრისით. ამ პროექტმა ამერიკის და ინგლისის ინჟინრულ ასოციაციებში მოიპოვა აღიარება, როგორც საუკეთესო ინჟუნრული გადაწყვეტილება. 

- თქვენი აზრით, თავისუფალი ეკონომიკური ზონა რამდენად გაამართლებს?

- არა მარტო საქართველოში, მსოფლიოშიც ბევრმა მსგავსმა იდეამ მარცხი განიცადა. ამას თავისი მიზეზები აქვს და ჩვენ ეს თემები შევისწავლეთ. აქ გადამწყვეტი ფაქტორია ისეთი ოპერატორის დაინტერესება, რომლებიც მსგავს პროექტებს ახორციელებს. ჩვენ ასეთს ორს ვესაუბრებით, - ერთი არის ახლო აღმოსავლეთში, მეორე - ჩინეთში.

ჩვენი ხედვა შემდეგია: საქართველო, როგორც ტრანზიტული ქვეყანა არ უნდა იყოს, სხვისი ტვირთების გატანა-გამოტანაზე დამოკიდებული. ჩვენ საწარმოო სიმძლავრე უნდა გავხდეთ. ამისათვის აუცილებლად საჭიროა კლასტერული ტიპის განვითარება, საჭიროა პორტთან, ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე და რა თქმა უნდა, სერიოზული რეჟიმი იმისათვის, რომ ინვესტორს მისი საწარმოო სიმძლავრეების თავისი ქვეყნიდან მოხსნა და საქართველოში გადმოტანა, ან ახლის აშენება უღირდეს. სერიოზული პრობლემაა მუშა ხელის განათლება და კვალიფიკაცია, თუმცა პირველი რასაც გავაკეთებთ ეს იქნება საკვალიფიკაციო ტრენინგები და ა.შ. ჩვენ არაჩვეულებრივი თაობა გვყავს. უპირველესად ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს იმ სიკეთეს, რომელიც ამ პორტისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის შედეგად იქნება მიღწეული.

20.ივლისი.2019 11:05
242

„$37,000 უკან გადავრიცხე - ინდოეთში“, - ბიზნესის პრობლემები ინდოეთიდან ტურისტების მოზიდვისას

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:20
79

აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისთვის 200 ათასი ევრო დაიხარჯება

ვრცლად
20.ივლისი.2019 10:00
590

“ტოიოტა ცენტრი თბილისი": დღეს ეკონომიკის პირველი მტერი ეროვნული ბანკია

ვრცლად
20.ივლისი.2019 00:20
356

ელექტრომობილების რაოდენობა ევროპაში 2025 წლისთვის გაექვსმაგდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 22:30
434

შსს-მ 2019 წლის 6 თვეში საქართველოში უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქე არ შემოუშვა - სტატისტიკა

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:24
422

საგარეოს ინდოეთში საქართველოს ვიზების გაცემაში VFS Global-ი დაეხმარება

ვრცლად