12.თებერვალი .2016 16:32

"ანაკლიის პორტი ამერიკისა და საქართველოს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების მაგალითია"

views 1032
უკან

ანაკლიის პორტს საქართველოსა და ამერიის მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობის მაგალითს უწოდებს ამერიკის ელჩი საქართველოში, იან კელი. ელჩი "კონტი გრუპსა" და "თი-ბი-სი ჰოლდინგს" ტენდერში გამარჯვებას ულოცავს.
 
"აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად საქართველოს გადაქცევის გეგმამ ამ კვირაში დიდი ნაბიჯით წაიწია წინ. ვულოცავთ ამერიკულ კომპანია "კონტი გრუპსა" და მის ქართველ პარტნიორ "თი-ბი-სი ჰოლდინგს", რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის შეარჩიეს! პროექტი საქართველოს ასე საჭირო ღრმა პორტს შემატებს და მას გლობალურ სატრანზიტო გადაზიდვებში ჩართავს.

ანაკლიის პორტი შეერთებული შტატებისა და საქართველოს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების მაგალითია", - აცხადებს ელჩი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა