12.ივნისი.2019 12:25
ეკონომიკა

"ანაკლიის კონსორციუმს კვლავ აქვს მოსაძიებელი საკუთარი კაპიტალი"

"ანაკლიის კონსორციუმს კვლავ აქვს მოსაძიებელი საკუთარი კაპიტალი"
„კონსორციუმს კვლავ აქვს მოსაძიებელი არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, არამედ საკუთარი კაპიტალი ანუ საკუთარი დაფინანსება“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს არის ვალდებულება, რომელშიც სახელმწიფო არ მონაწილეობს და რომელზეც კონსორციუმს აქვს სამუშაო.

„ეს არის ვალდებულება, რომელშიც სახელმწიფო არანაირად არ არის ჩართული. შესაბამისად ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კონსორციუმი ამ მიმართულებითაც თავისი ვალდებულების შესრულებას შეძლებს და ჩვენ პრაქტიკულად ყველა ის სურვილი და მოთხოვნა, რომელიც ბანკებს ჰქონდათ, პრაქტიკულად ყველაფერზე დავთანხმდით.

შეხვედრის შემდეგ, მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც უშუალოდ იურისტების ჩართულობით ხდება. დოკუმენტების გაცვლა ფორმულირებაზე შეჯერება და ა.შ. ასე, რომ იმედი გვაქვს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრა კვლავ გაიმართება იმისათვის, რომ ჩვენ ამ შემთვევაში ფორმულირებებზე შევჯერდეთ“ - განმარტა ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვისთვის დრო 6 თვით გაუხანგრძლივა, რომელიც "ანაკლიის პორტის"ინვესტორს 15 ივნისს ამოეწურა.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

25.აგვისტო.2019 17:40
597

მიხელ ხიდურელს სურს, რომ ჰოლივუდმა "ვეფხისტყაოსანი" გადაიღოს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 17:15
308

ვინ დაინტერესდება "რადიოქალაქის" პროექტით, 30 აგვისტოს გაირკვევა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 16:05
502

"ჰაიდელბერგცემენტი" ბეტონის ქარხნების აშენებას საქართველოს მასშტაბით გეგმავს

ვრცლად
25.აგვისტო.2019 14:20
208

რომელი ქვეყნებიდან შემოდის ინვესტიციები ენერგეტიკაში

ვრცლად
25.აგვისტო.2019 13:50
120

ჩეხეთში ჩაი "მანნას" სარეკლამო ბანერები გამოჩნდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 12:30
101

თორნიკე რიჟვაძე: ყველაფერს გავაკეთებთ საცხოვრებლისა და მიწის დაკანონების პრობლემების გადასაჭრელად

ვრცლად