17.ივნისი .2019 18:16

"ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი"

views 658
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში მისი ვიზიტის და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, აშშ-ის ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა.

"მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ის სურვილი და გადაწყვეტილება, განიხილოს საქართველო, როგორც რეგიონალური ცენტრი და საყრდენი ამერიკული ბიზნესებისთვის, საიდანაც მათ ურთიერთობა ექნებათ მთლიანად რეგიონთან", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კომერციის დეპარტამენტთან სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებს თანამშრომლობას, მათ შორის, საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, ორგანიზაციული, ასევე საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა