31.მარტი.2016 22:44
ბიზნესი

"ალტერსოქსი", - მოხატული წინდების პირველი ქართული ბრენდი (ფოტო)

"ალტერსოქსი", - მოხატული წინდების პირველი ქართული ბრენდი (ფოტო)
"ალტრსოქსი", ანუ მხიარული წინდები, ქართველი ცოლ-ქმრის, რეზი ბესელაშვილისა და ნინა მენთეშაშვილის ახალი ბიზნესია. მოხატული წინდების მაღაზია "თბილისი მოლში" ორი დღის წინ გამოჩნდა. წინდებზე მომხმარებელს, ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ხინკლისა და ლუდის ნახატების ნახვაც შეუძლიათ. როგორც რეზი ბესელაშვილმა "ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას განაცხადა, თავდაპირველად წინდებზე ქართველი ცნობილი მხატვრების ნახატების გადატანა იგეგმებოდა, თუმცა მისი თქმით მცირე გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, პირველ ჯერზე თავის შეკავება გადაწყვიტეს. 
 
"ვფიქრობდით რომ ქართველი მხატვრების ნახატებიანი წინდები იქნებოდა ძალიან სახალისო, თანაც ბაზარზე ეს ნიშა დაკავებული არ იყო. მე თავად ვხატავ და დიზაინს ვაკეთებ, ჩემი მეუღლეც შემოქმედებითი ადამიანია, - როდესაც საცდელი წინდა მოიქსოვა ძალიან მოგვეწონა.

მსოფლიოში საკმაოდ პოპულარულია ცნობილი მხატვრების ნამუშევრების პოპ-კულტურაში გამოყენება, მუნკის, ვან გოგის და კლიმტის ნამუშევრების ბევრ ალტერნატივას ნახავთ. ამ ეტაპზე ქარველი მხატვრების ნამუშევრებიანი წინდები არ გვაქვს, მაგრამ სამომავლოდ კვლავ ჩავატარებთ ფოკუს ჯგუფს და საზოგადოების განწყობიდან გამომდინარე, თუ დადებითი პასუხები იქნება, აუცილებლად დავიწყებთ ქართველი მხატვრების ნამუშევრების გადატანას წინდებზე", - ამბობს რეზი ბესელაშვილი.

მოხატული წინდები 89 პროცენტით ნატურალური ბამბისგან მზადდება, იმპორტირებულში კი მისი შემცველობა 70 პროცენტია. ამ ეტაპზე მოხატული წინდების შეძენა მხოლოდ თბილისი მოლშია შესაძლებელი, თუმცა სამომავლოდ "ალტერსოქსი" ონლაინ გაყიდვების დაწყებას და საკურიერო მომსახურების დამატებასაც გეგმავს.

"დაწყება ადვილი ნამდვილად არ იყო, წინდის ქსოვას თავისი სპეციფიკა აქვს, ისევე როგორც ყველა ბიზნეს სფეროს. ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც ეს პირველი ბიზნესია და ამიტომ სიძნელეებს რა თქმა უნდა გადავაწყდით, ბევრი რამ ვისწავლეთ და საბოლოოდ გამოვიდა. სირთულე იყო, თუნდაც ფინანსური კალკულაციები, ფასთწარმოქმნის პროცესი, ბიზნესის დაწყების იურიდიული მხარე, ყველაფერს ცოდნა უნდა, ბუღალტერიასთანაც მოგვიწია შეხება".

მოხატული წინდების ღირებულება 7,5 ლარიდან იწყება, რამოდენიმე მათგანის შეძენის შემთხვევაში კი ფასდაკლება მოქმედებს. გარდა ამისა, მომხმარებელს სასაჩუქრე ყუთებში მოთავსებული წინდების შეძენაც შეუძლია, რომელიც სპეციალურად ქალბატონებზე, მამაკაცებზე და წყვილებზეა გათვლილი.

18.მარტი.2019 12:26
1523

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
333

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
994

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
327

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
637

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
396

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად