17.მარტი .2016 14:09

"აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში", - ტურისტული ადგილების აღმოსაჩენად პროექტი იწყება

views 2428
უკან

ახალი ტურისტული ადგილების შესწავლის მიზნით, ახალი პროექტი იწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი TravelGIS”და ტურისტული კომპანია "აღმოაჩინე საქართველო" ერთობლივ მუშაობას იწყებენ.
 
პროექტის განხორციელების მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, "ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის" თავმჯდომარემ კონსტანტინე აბულაძემ და "აღმოაჩინე საქართველოს" დირექტორმა ნინო კეკელიძემ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

პროექტის მიზანია, საქართველოში უცნობი ტურისტული რესურსების აღმოჩენა, შესწავლა, დამუშავება, დაზუსტებული ტურისტული რესურსების განთავსება მობილურ აპლიკაციაში TravelGIS და ვებ პორტალზე www.travelgis.ge სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და რუსულად.

პროექტი ითვალისწინებს ტურიზმის სფეროში თვითდასაქმებული ადამიანების კონსულტაციას, ტრეინინგებს და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას ტურიზმში ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. ადგილობრივი მოსახლეობისთვის პროექტში ჩართულობა არის სრულიად უსასყიდლო.