05.თებერვალი.2016 13:48
საზოგადოება

"აღმაშენებლის გამზირის ზემოთ, მე-19 საუკუნის რუკების მიხედვით, პარკების სისტემა უნდა აღდგეს"

"აღმაშენებლის გამზირის ზემოთ, მე-19 საუკუნის რუკების მიხედვით, პარკების სისტემა უნდა აღდგეს"
ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ; უნდა შეიქმნას განწყობა, მომავლის რწმენა და ამაში ყველა უნდა იყოს ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმაშენებლის გამზირზე განაცხადა, რომლის რეაბილიტაცია დღეს დაიწყო.
 
პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერთან ერთად, ის შენობები დაათვალიერა, რომელთა სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია განხორციელდება.

გიორგი კვირიკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და განმარტა, რომ პროექტი „ახალი ტფილისი“ აღმაშენებლის გამზირის მთლიანად აღდგენას, მათ შორის ეზოების რეაბილიტაციას და კომუნიკაციების სრულ განახლებას ითვალისწინებს.

„აღმაშენებლის გამზირის ზემოთ, მე-19 საუკუნიდან ამოღებული რუკების მიხედვით, პარკების სისტემა უნდა აღდგეს, სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა უნდა შეიქმნას. პროექტი სამ ეტაპიანია და მისი პირველი ეტაპი, რაც აღმაშენებლის გამზირის, მშრალი ხიდის, გუდიაშვილისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას გულისხმობს, წელს დასრულდება. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს. თბილისისთვის, თბილისში მცხოვრებლებისთვის ეს იქნება სრულიად ახალი სივრცე, შექმნის ძალიან პოზიტიურ განწყობას იმისა, რომ პროექტები ამ სულისკვეთებით გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პროექტ „ახალი ტფილისის“ მიმდინარეობისას, ყველა შენობაზე განთავსდება კალენდარი, რომელზეც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადები აისახება.

15.ივნისი.2019 21:10
295

"აშშ-ში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში"

ვრცლად
15.ივნისი.2019 18:37
207

ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს

ვრცლად
15.ივნისი.2019 15:16
487

29 ივნისს, კონფერენცია - „ინოვაციები და ტექნოლოგიები არაფორმალურ განათლებაში“ გაიმართება

ვრცლად
14.ივნისი.2019 19:16
1311

Exclusive: რა უძღოდა წინ ფოთის პორტზე სკანდალურ ნებართვას? - 3 წერილი

ვრცლად
14.ივნისი.2019 17:07
407

დედაქალაქის მერია ფესტივალს „თბილისის ცის ქვეშ“ წელს VTB ბანკთან ერთად ჩაატარებს

ვრცლად
14.ივნისი.2019 16:15
1767

თუშეთში მომხდარი უბედური შემთხვევა - ფოტოები

ვრცლად