25.აგვისტო .2019 20:25

"ადამიანებს არ ვამოწმებ, სამსახურში რომელ საათზე მოდიან" - როგორ აფასებს ჭყონია საკუთარ მართვის სტილს

views 41701
უკან

ბიზნესმენი თემურ ჭყონია საკუთარ მენეჯერულ თვისებებს და მართვის სტილს აფასებს.

მისი თქმით, ის არასდროს ამოწმებს ადამიანებს და ცდილობს იმ ვალდებულებას შეაჩვიოს, რაზეც სამსახურში აყვანის დროს შეთანხმდნენ. ბიზნესმენი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იცვლიან სამსახურს, ან ვერ პოულობენ საკუთარ თავს, ან უბრალოდ არ იციან რას ეძებენ.

"მე ბიზნეს განათლება ცხოვრებისეულად მივიღე: ურთიერთობებით, ბაზრის შესწავლით, საქართველოს ეკონომიკის თანმდევი სირთულეებით, რომელმაც ყველა ერთად გამოგვწვრთნა.

რაც შეეხება ჩემი მენეჯერობის სტილს, პირდაპირ გეტყვით, ზუსტად რა სტილით ვმართავ, ამის თქმა მეც მიჭირს. მე არ მახასიათებს ადამიანების შემოწმება, მინდა ადამიანები მივაჩვიო იმ ვალდებულებების შესრულებას, რაზეც ხელს ჩამოვართმევთ, არ ვამოწმებ რომელ საათზე მოვიდა, რომელ საათზე წავიდა. მთავარია, რომ მის მუშაობას შედეგი ჰქონდეს სწორი. ის ხალხი ვინც ჩვენთან მუშაობს, ათეული წლების განმავლობაში აქაა. იშვიათად მიდიან ჩვენგან.

როდესაც CV-ს ვკითხულობ და ვხედავ, რომ ადამიანი ბევრ ადგილას მუშაობს და ადგილს ხშირად იცვლის, აქედან დასკვნა გამომაქვს, ან თავის თავს ეძებს და ვერ პოულობს, ან რას ეძებს თვითონაც არ იცის", - აცხადებს ჭყონია

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა