მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გემო მესხური ფურნედან

BM.GE
27.02.22 13:54
443
თბილისში, ივერთუბანში ცოლ-ქმარმა ნათია მაისურაძემ და შოთა თუმანიშვილმა მესხური ტრადიციული ფურნე აღადგინა და საოჯახო ბიზნესიც “მესხური” დაიწყო. ახალ კვების ობიექტში მომხმარებელს ფურნეში გამომცხვარ პურს სთავაზობენ, სადაც სხვდასხვა ქართული კერძები, მათ შორის მწვადი, ქაბაბი, ლობიოა მოთავსებული. "მესხური", ჯერჯერობით, მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისზე მუშაობს. თუმცა, ადგილზე სამი სართულია და სამომავლოდ საქმე კარგად თუ წავიდა, სამივე სართულს აითვისებენ. ეს ყველაფერი არ არის, სტარტაპს ბევრი გეგმა აქვს. მათ შორის მესხურის სხვდასხვა ლოკაციაზე განთავსებაც შედის.