მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2017 წელს, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროექტის ბიუჯეტი ფაქტიურად გაორმაგდება"

565c526046e1b
BM.GE
30.11.15 14:44
4947
როგორ დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონი და როგორ მოხდება მთაში ცხოვრების სტატუსის მიღება, - აღნიშნულ თემაზე გადაცემა "საქმიან დილაში" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი საუბრობს.

- თუ ადამიანი 9 თვის განმავლობაში, მთაში იცხოვრებს, მას სტატუსი მიენიჭება, - რის მიხედვით დადგინდა ეს ვადა და სხვა რა პროცედურებია საჭირო სტატუსის მისაღებას? 

მიმდინარე წლის ზაფხულში მიღებული იქნა მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონი, სადაც უკვე განისაზღვრა გარკვეული ძირითადი კრიტერიუმები, მათ შორის 9 თვიანი ცხოვრების პირობა. სამწუხაროდ, მხოლოდ ადგილზე რეგისტრაცია არ არის იდენტური ფაქტობრივი ცხოვრების, სწორედ აქედან გამომდინარე, შემოტანილია 9 თვიანი პერიოდი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მთავრობამ უკვე დაამტკიცა მოქალაქეებისთვის მაღალმთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებთა სტატუსის მინიჭების შეწყვეტის და შეჩერების წესი, სადაც მთლიანად ეს პროცედურა განისაზღვრა. ეს არის მუნიციპალიტეტზე დელეგირებული კომპეტენცია, რომელზეც მუნიციპალიტეტები შესაბამის პროცედურებს განახორციელებენ. ერთის მხრივ, ისინი თვითონვე მიიღებენ გარკვეულ ინფორმაციას სხვადასხვა უწყებებიდან, მათ შორის განათლების, ჯანდაცვის უწყებებიდან და ადგილზე მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რათა პირველადი ბაზა შექმნან მოქალაქეების. ძირითადი პროცედურა, რა თქმა უნდა, განაცხადების წარდგენა იქნება, იმის დადასტურებით, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, მაღალმთიან დასახლებაში არიან რეგისტრირებული და ცხრა თვის განმავლობაში იქ ცხოვრობენ. ამ კრიტერიუმების დადასტურებისთვის ყველა მუნიციპალიტეტში შესაბამისი კომისია იქნება, რომელიც ინდივიდუალურად განიხილავს და შესაბამისი რეგისტრაციის პროცესს განახორციელებს.
 
- რამდენიმე რეგიონი იყო, სადაც მსჯელობა მიმდინარეობდა სტატუსის მინიჭებაზე, დამთავრებულია თუ არა ეს სამუშაოები?
 
რასაც კანონი ითხოვდა პირველადი სია დასახლბის უკვე არსებობს. ახლა ხდება დამატებითი დასახლებების შეყვანა და უახლოვეს პერიოდში მთის ეროვნული საბჭო შეიკრიბება, რომელიც საბოლოო ნუსხას მთავრობას წარუდგენს დასამტკიცებლად. ვფიქრობ, დაახლობით ორ კვირაში ჩვენ ეს ნუსხა გვექნება. უკვე დამტკიცებულია მოქალაქეების სტატუსის მინიჭების წესი. სრულდება მუშაობა საწარმოს სტატუსის წესთან დაკავშირებით დ აუკვე 15-16 დეკემბერს ყველა მუნიციპალიტეთან ტრენინგი გვექნება, სადაც დეტალურად ყველა პროცედურას გავივლით, რათა პირველი იანვრიდან შეფერხების გარეშე მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. საწარმოო სტატუსი მნიშვნელოვანი სიახლეა და ამ საკითხზე მუშაობაში ჩართულები არიან ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებიც. მუშაობა მიმდინარეობს კონკრეტულ დეტალებზე. აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება, რადგან ჩვენი კეთილი ნება ვინმემ შესაძლოა არაკეთილსინდისიერად გამოიყენოს. აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი და ნიუანსი წინასწარ გათვლილი უნდა იყოს, რათა ხარვეზები არ მივიღოთ.
 
- ოცი მილიონი ლარი, რომელიც უკვე გამოყოფილი  და დამტკიცებულია, - როგორ გადანაწილდება და რამდენად საკმარისი იქნება ეს თანხა მოსახლეობის შესანარჩუნებლად?
 
- ცალკე აღებული ოც მილიონზე რომ ვილაპარაკოთ სწორი არ იქნება. უნდა გავმიჯნოთ ორი თემა ერთმანეთისგან. ერთის მხრივ, ის სოციალური შეღავათები, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება, მაგრამ ძირითადი ნაწილი 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება, ეს არის მასწავლებლების, პენსიონრების და ექიმების დახმარება. ეს 20 ლიონიან დახმარებას არ ეხაბა. ეს ცალკე საბიუჯეტო ხარჯებია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. ეს თანხები 2016 წელს დაახლოებით ორმოც მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო 2017 წელს ფაქტიურად გაორმაგდება. ეს არის თანხა, რომელიც სოციალურ შეღავათებს შეეხება და რომელიც 20 მილიონზე გაცილებით მეტია. მეორეს მხრივ, კანონის შესაბამისად, შეიქმნა მთის განვითარების ფონდი, რომელიც სოციალურ შეღავათებზე ორიენტირებული არ არის და თანხის დახარჯვა კონკრეტული პროექტებისთვის მოხდება. ეს შეიძლება იყოს, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ცალკეული მეწარმოების ხელშეწყობის ან სხვა პროექტები. ერთი შეხედვით, ოცი მილიონი შედარებით მოკრძალებულ თანხად ჩანს, მაგრამ ეს სიახლეა და კანონმა უკვე ასეთი ფონდი განსაზღვრა. 
 
- ფიქრობთ, რომ მომავალ წლებში აღნიშნული 20 მილიონი ლარი საკმარისი არ იქნება, თუ პროგრამა ჩაივლის ისე, როგორც დაგეგმილია? 
 
- მინდა კარგად განვმარტო - შეღავათების ნაწილი თავისი ხარჯებით არის ცალკე და მთის განვითარების ფონდი არის ცალკე. მთავრობა ალბათ, მალე დაამტკიცებს მთის განვითარების ფონდიდან თანხების განკარგვის წესს, სადაც იქნება კონკრეტული პროექტების  წარმოდგენის განსაზღვრება გაწერილი. განისაზღვრება პრიორიტეტული მიმართულებებიც. პირველი იანვრიდან ბევრი საკითხის ამოქმედება ხდება, ამიტომ ახლა ფოკუსირებული ვართ დასახლებების ნუსხაზე, მოქალაქეთა და საწარმოთა სტატუსებზე. ასევე მნიშვნელოვანი ამოცანაა ერთის მხრივ, მთის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და მეორეს მხრივ, ამ მთის განვითარების ფონდის მორგება მთის განვითარების სტრატეგიის კონცეფციაზე. ეს ოცი მილიონი უფრო მეტად სტრატეგიის ამოცანებზე იქნება ორიენტირებული.