04.თებერვალი.2016 17:50
კრიპტოვალუტები

"140 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში"

"140 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში"
პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
 
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და პროგრამის მიმდინარეობა საქართველოს მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილემ ფატემა სუმარმა დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.

საუბარი შეეხო ახალ მიმართულებებს. პრემიერმა კორპორაციას კერძო სექტორის ჩართულობასა და პროფესიულ განათლებაზე მეტი აქცენტის გაკეთების თხოვნით მიმართა, რასაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები დადებითად შეხვდნენ.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, განათლების სისტემის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის გრანტი ამ მიმართულებით, აშშ-ის დახმარების ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა.

"140 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროგრამები - მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების სწავლება თბილისში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალო სკოლებში, მასწავლებლების ტრენინგი და ბევრი სხვა", - განაცხადა პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კომპაქტის წარმატებით განხორციელების მხარდაჭერაში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერის როლზე ისაუბრა ფატემა სუმარმა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა.

მისი თქმით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისთვის მნიშვნელოვანია, დაეხმაროს ქართველ სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღებაში მეცნიერების, ტექნოლოგიების, მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მიმართულებებით, რაც სამუშაო ადგილებზე მათ ხელმისაწვდომობას გაზრდის.

შეხვედრას, მთავრობის ადმინისტრაციაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილჯანელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდამაღრაძე დაესწრნენ.

15.ივლისი.2019 21:00
1049

ნიკა ნანუაშვილი: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ჩვენთან არ იმუშავებს“

ვრცლად
01.ივლისი.2019 23:05
3423

კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად სიმძლავრის მიწოდება დღგ-თი დაიბეგრა

ვრცლად
05.ივნისი.2019 11:11
9659

ბიტკოინი ისევ იაფდება

ვრცლად
15.მაისი.2019 00:02
10474

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად
09.მაისი.2019 01:21
9311

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:52
1901

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად