11.დეკემბერი .2015 10:34

ქუმსიშვილი პეკინში ანაკლიის პროექტის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კონსორციუმების წარმომადგენლებს შეხვდა

views 1101
უკან

პეკინში გამართულ საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩინეთი მიესალმება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიების მონაწილეობას.
 
გარდა ამისა, კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, ორივე ქვეყანა განახორციელებს ღონისძიებებს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. პრიორიტეტულ საკითხებს შორის მოხვდა ასევე ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა და პოპულარიზება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მხარეებმა განიხილეს ბევრი ისეთი საკითხი, რომლებმაც, ერთობლიობაში, ქვეყანას დამატებითი შემოსავლები და სამუშაო ადგილები უნდა მოუტანოს.

"ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ანაკლიის პროექტის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კონსორციუმების წარმომადგენლებსაც შეხვდა. ანაკლიის პორტი ასევე იყო ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდში შეხვედრისას, რაზეც, ფონდის ხელმძღვანელ პირებთან საუბრისას, დიმიტრი ქუმსიშვილმაც გაამახვილა ყურადღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ანაკლიის პორტის გარდა არის სხვა პროექტებიც, რომელსაც ფონდი დღეს საქართველოს დაფინანსების მიმართულებით სწავლობს. აბრეშუმის გზის ფონდში გამართულ შეხვედრაზე პროექტები „ჰუალინგ ჯგუფმაც“ წარადგინა", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა