26.იანვარი.2016 16:32
ეკონომიკა

ქუმსიშვილი ლარის კურსზე: ვიმედოვნებთ, რომ აჟიოტაჟური მდგომარეობა ძალიან მალე დასრულდება

ქუმსიშვილი ლარის კურსზე: ვიმედოვნებთ, რომ აჟიოტაჟური მდგომარეობა ძალიან მალე დასრულდება
"ჩვენ ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით", - აღნიშნულის შესახებ, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ლარის კურსის თემის კომენტირებისას განუცხადა. მინისტრის თქმით კურსზე დღეს გარე ფაქტრები მოქმედებს, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარეობს.
 
"მოკლევადიანი ინსტრუმენტები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, არის ინტერვენციები და ფულის მასის შემცირება. ამ წუთში, საუბარი ფულადი მასის შემცირებაზე არ არის. რაც შეეხება ინტერვენციებს, - პარასკევს ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია განახორციელა.

გარე ფაქტორები, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომელიც ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარეობს, რა თქმა უნდა აისახა ჩვენი ვალუტის კურსზე. თუმცა ამ წუთში, ის მაკროეკონომიკური ანალიზი რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, აჩვენებს, რომ ჩვენ ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით.

დაგროვილი ლარის კონვერტაცია მოხდა დოლარში არა პირდაპირი დანიშნულებით. აღნიშნული დაზოგვის მიზნით უფრო მოხდა, ვიდრე იმიტომ რომ სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას სავაჭრო ურთიერთობებში.

ჩვენ არ ვართ დახურული ეკონომიკა, როდესაც ხელით ხდება მართვა შემოტანილი იმპორტის. ყოველდღიურად ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ფინანსთა სამინისტროსთანაც და ეროვნულ ბანკთანაც და ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული აჟიოტაჟური მდგომარეობა ძალიან მალე დასრულდება", - განაცხადა მინისტრმა.

20.აპრილი.2019 13:48
39

ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
20.აპრილი.2019 13:44
58

შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა - დაკავებულია 3 პირი

ვრცლად
20.აპრილი.2019 13:30
47

"რემაქს კაპიტალი" რეგულაციებს აფასებს: მაღალბიუჯეტიანი ბინების გაყიდვა არ შეფერხებულა

ვრცლად
20.აპრილი.2019 12:35
106

რა გეგმები აქვს სახელმწიფოს თელავის აეროდრომთან დაკავშირებით?

ვრცლად
20.აპრილი.2019 12:10
309

ლაშა პაპაშვილი: უცხოელებზე ქართული მიწა არ უნდა გაიყიდოს... "დაძინებული" მიწები არ გვაწყობს

ვრცლად
20.აპრილი.2019 11:49
47

დღეს, Young Lions Georgia 2019-ის დაჯილდოება გაიმართება

ვრცლად