მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულიას კრიტიკის "შედეგი" – 27 მაისს დავით საგანელიძე პარლამენტში მივა

5ce798ca0bed5
თელარა გელანტია
24.05.19 11:20
1561
27 მაისს, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პარლამენტარების წინაშე ანგარიშით წარსდგება.

ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის საპარტნიორო ფონდშიც დაუდასტურეს.

მისივე ცნობით, საგანელიძე ანგარიშით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოვა.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პარლამენტში გამოსვლა, სავარაუდოდ, 12:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ: საპარტნიორო ფონდის საქმიანობა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა პარლამენტში საჯარო ფორმატში გამოსვლისას გააკრიტიკა და თქვა, რომ „საპარტნიორო ფონდის შედეგიანობა საკმაოდ დაბალია“.

„ინვესტიციების მოზიდვის და სტიმულირების პროგრამები არაეფექტურია და ფრაგმენტირებულია ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებში და საპარტნიორო ფონდში. საპარტნიორო ფონდის სტრატეგია და მუშაობის პრონციპები არ არის ჩამოყალიბებული და შედეგიანობა საკმაოდ დაბალია”, - განაცხადა 15 მაისს ქობულიამ პარლამენტში.

მოგვიანებით, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ თქვა, რომ კომიტეტის სხდომაზე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლის პარლამენტში მისვლის საკითხს დააყენებდნენ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მოსმენის შემდეგ მიიღო.

ცნობისთვის: დავით საგანელიძემ ამ თემაზე კომენტარი  „მესამე არხის“ გადაცემა - „მთელი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ საუბრისას გააკეთა.

„სიტყვა „დაიბარეს“ ცოტა ყურს ეხამუშება და არ მივიღებ... მოვითხოვე და ამ შემთხვევაში, კარგია, რომ ორშაბათს, საპარტნიორო ფონდის მოსმენა ჩაინიშინა“, - განაცხადა საგანელიძემ.