16.მაისი.2019 17:46
ეკონომიკა

„ქობულიამ დაადასტურა, რომ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა არაფორმალური თამაშის წესები“

„ქობულიამ დაადასტურა, რომ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა არაფორმალური თამაშის წესები“
„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას პარლამენტში გამოსვლას მნიშვნელოვან პრეცენდენტად აფასებს.
ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ყოფილმა მინისტრებმა და მთავრობის ლიდერებმა მათი თვალით დანახული მანკიერი მხარეების შესახებ ღიად ისუაბრონ.

„მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის ადამიანი, რომელიც ძალიან მჭახე განცხადებებით ლაპარაკობს, მაგრამ მან პოლიტიკურ ნაწილში დაადასტურა, რომ მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა არაფორმალური თამაშის წესები, ის წესები რომელთან შეჯახებაც მოუწია და ყველამ ვიცით, რომ არაფორმალური თამაშის წესები ბიძინა ივანიშვილისგან მოდის.
ეკონომიკურ ნაწილში ასევე ცხადად ითქვა, რომ ქვეყანაში არის სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, რომელიც განპირობებეულია მმართველობის იმ სისტემით, რაც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა. სიახლე ბევრი რამ აღარ ყოფილა, მან იგივე ილაპარაკა გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუშიც.

ის, რომ ასეთი პოლიტიკური სისტემა გვაქვს, ადამბლავებს ბიუროკრატიის უნარს - მიიღოს სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილება და საბოლოოდ, ეს აისახება ეკონომიკურ ზრდაზე. არასაკმარისი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ხელიდან გაშვებულ პოტენციალს, გაუფასურებულ ლარს, არშექმნილ სამუშაო აგდილებს და გაზრდილ სიღარიბეს რაც გვაქვს ოცნების პირობებში“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ქობულიას გამოსვლის შეფასებისას ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მინიმალურ ეკონომიკურ პოტენციალსაც ვერ იყენებს, ამაზე პასუხი კი მხოლოდ 8 თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრად მომუშავე ქობულიას არ მოეთხოვება.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

26.მაისი.2019 22:03
71

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
246

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
157

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
518

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
146

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად
26.მაისი.2019 18:50
530

ქალაქები, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია

ვრცლად