15.მაისი.2019 14:32
ეკონომიკა

ქობულია: სახელმწიფო კომპანიები მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ

ქობულია: სახელმწიფო კომპანიები მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს წარმოადგენენ
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მთავრობას ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, კონკრეტული მიმართულებებით მუშაობისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ მან პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა.

„თუ ჩვენ გვინდა, საექსპორტოდ გამიზნული ინვესტიციების მოზიდვა, უნდა უზრუნველვყოთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს ექსპორტიორებს დაბალ ფასში სწრაფად და იმედიანად გაიტანონ აქედან საქონელი“, - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

ქობულია თვლის, რომ მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს ინვესტორებისა და ბიზნესის ხელშეწყობაზე.

„პირველი, ეს არის სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება და ტექნიკური განათლება. ჩვენი მუშახელის კვალიფიკაცია არის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი იმისთვის, რომ ახალი ინვესტორები შემოვიდნენ; შემდგომი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, ეს არის საექსპორტო სატრანზიტო სატვირთო გადაზიდვების ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ჩვენ გვინდა საექსპორტოდ გამიზნული ინვესტიციების მოზიდვა, უნდა უზრუნველვყოთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მისცემს ექსპორტიორებს დაბალ ფასში სწრაფად და იმედიანად გაიტანონ აქედან საქონელი. ჩვენ ვერ მოვიზიდავთ მსხვილ ინვესტიციებს მხოლოდ შიდა ბაზარზე ორიენტაციით.

ჩვენი შინაგანი ბაზარი არის მცირე და ღარიბი, იმიტომაც არის რომ, რომ ვნახოთ, რა ინვესტიციები შემოდის, არცერთი კომპანია არ არის მნიშვნელოვანი ინვესტიციის განმახორციელებელი.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ინვესტორებისა და ბიზნესის ხელშეწყობაზე. აუცილებელია, გააზრებული, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ნებართვების, ლიცენზიების, უძრავი ოქნების განკარგვის და სხვა საკითხების მიმართულებით; შემდგომი არის ბიზნესის ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების განვითარება. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ბიუჯეტის ფული ჩავასხათ ეკონომიკაში, აქ კაპიტალური ბაზრის კანონმდებლობის შექმნაზე, მოძრავი გირაო და გრძელვადიანი სესხების შექმნაზეა ლაპარაკი, როელიც სოფლის მეურნეობას წაადგება.

ასევე, აუცილებელია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, რომ მივიტანოთ მათთან მნიშვნელოვანი პროექტების და რეფორმების შესახებ სრული ინფორმაცია, იმისთვის, რომ მივიღოთ მათი მხარდაჭერა.

საჭიროა, სტრატეგიული სექტორების წახალისება სახელმწიფო შესყიდვებში პრეფერენციებით და სხვა შეღავათებით.

მნიშვნელოვანია, მსხვილი უცხოური კომპანიების შემოყვანა და მიზანმიმართული სტრატეგიის ქონა. ჩემი აზრით, მსხვილი უცხოური კომპანიების გარეშე საქართველო ვერ შეძლებს საერთაშორისო ეკონომიკაში სწრაფად ინტეგრირებას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის სექტორები, სადაც გვაქვს საინვესტიციო მიმზიდველობა, რათა მოვიზიდოთ მოწინავე კომპანიები, რომლებიც შექმნიან პოზიტიურ იმიჯს, დაგვეხმარებიან, მოგვცემენ წვდომას ბაზრებზე და შედეგად მოგვეცმენ საშუალებას, საერთაშორისო ეკონომიკაში ინტეგრირებისას - ეს არის გენერაციის ობიექტების მშენებლობა, სახელმწიფო ინფრასტრუქტურა და ეს არის წიაღის სექტორი.

თუ ჩვენ გვგონია, რომ საქართველოში შეგვიძლია შემოვიყვანოთ მსხვილი კომპანიები სხვა სექტორებიდან, ეს ძალიან რთულია, იმიტომ რომ მიზეზი რატომ უნდა შემოვიდნენ არ არის, შინაგანი ბაზარი მცირეა და ექსპორტზე ვერ გაიტანენ, ამიტომ უნდა დავიწყოთ იქიდან, სადაც რამეს შეთავაზება შეგვიძლია;

და ბოლო არის სახელმწიფო ქონების სწრაფი პრივატიზაცია და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა.

სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის ძირითადი მიზანი არის არა მხოლოდ ბიუჯეტში თანხების მოზიდვა, არამედ ამ ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან შემოგვრჩა დიდი ქონება, რომელიც არ მონაწილეობს ეკონომიკაში. უნდა გადავცეთ ეს ქონება ბიზნესს, რომ შექმნან რაღაც დროულად.
სახელმწიფო კომპანიები, რამდენადაც ცუდად არ უნდა ჟღერდეს, არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ისინი დღესაც ჩვენი ეკონომიკის დიდ ნაწილს წარმოადგენენ და სამწუხაროდ, წარმოადგენენ არაეფექტურობის, მიკერძოებული გარიგებების და ნეპოტიზმის ბუდეს. კორპორატიზაციის და პრივატიზაციის გარეშე ჩვენ ამ პრობლემას ვერ გადავწყვეტთ“, - განაცხადა ქობულიამ პარლამენტში.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

18.აგვისტო.2019 20:05
137

Bitfury-მ ხელოვნური ინტელექტის განყოფილება წარადგინა

ვრცლად
18.აგვისტო.2019 19:00
159

BDO კიბერუსაფრთხოების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს

ვრცლად
18.აგვისტო.2019 18:00
225

"ანაკლიაში ტურისტების უმეტესობა რუსეთიდან და სომხეთიდანაა"

ვრცლად
18.აგვისტო.2019 17:10
178

3 ფაქტორი, რამაც შეიძლება FDI-ის მოზიდვას ხელი შეუწყოს - დეპუტატის მოსაზრება

ვრცლად
18.აგვისტო.2019 16:15
191

„ჯორჯიან ეარვეისი“: ვფიქრობდით, რომ წელს უფრო მეტ შემოსავალს მივიღებდით

ვრცლად
18.აგვისტო.2019 15:20
204

7 თვეში ელექტროენერგიის იმპორტი 21%-ით გაიზარდა, მათ შორის რუსეთიდან - 139%-ით

ვრცლად