მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქობულეთში შესაძლოა ჩინური ბრენდის კაზინო გაიხსნას

5d050cbb0123a
ლიკა გურაბანიძე
16.06.19 10:50
1867
ქობულეთში 200 მლნ ლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიან დასასვენებელ კომპლექსში შესაძლოა, ინვესტორმა ამერიკული კაზინო „ლას ვეგასის“ ნაცვლად ერთ-ერთი ჩინური ბრენდი შემოიყვანოს.

როგორც BM.GE-ის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ლომიძემ განუცხადა, ჩინური ბრენდის კაზინო „ლას ვეგასზე“ გაცილებით მსხვილია.

„ძალიან კარგი იქნება თუ ჩინურ კაზინოსთან მოლაპარაკება შედგება და ისინი საქართველოს ბაზარზე გაჩნდებიან. მოლაპარაკებები საკმაოდ სერიოზულია და თუ  წარმატებით დასრულდა, საქართველო კაზინო ბიზნესში ყველაზე ძლიერ ოპერატორს მიიღებს“, - განმარტა ლომიძემ.

ვანო ლომიძის თქმითვე, 5-ვარსკვლავიან დასასვენებელ კომპლექსში ფრანგულ კაბარე „მულენ რუჟს“ და „ლიდოს“ შორის შემოსვლაზე კვლავ კონკურენციაა.

ცნობისთვის, „ქობულეთში 200 მილიონი ლარის ღირებულების 5-ვარსკვლავიანი დასასვენებელი კომპლექსის მართვაში ფრანგული კომპანია „აკორ ჯგუფი“ შევა, რომელიც საქართველოში პირველად „სოფიტელის“ ბრენდს შემოიყვანს.

კომპლექსი, სადაც იქნება 220 ნომერი, ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, ასევე, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრიც განთავსდება; სასტუმროს მშენებლობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა და მისი დასრულება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი.

პროექტს უნგრული სამშენებლო კომპანია „ქეში“ ახორციელებს და მისი მშენებელობა უცხოური ინვესტიციით ხორციელდება.

კომპანია „კრისტალ ბილდინგის“ დამფუძნებლები კი, არიან როგორც - ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან.

ფრანგული „აკორ ჯგუფი“ მსოფლიოში ცნობილი სასტუმროებისა და რესტორნების ოპერატორ ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა, „სოფიტელი“, „ნოვოტელი“, „გრანდ მერკური, „იბისი“. საქართველოში „აკორ ჯგუფი“ უკვე ფლობს რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, 4-ვარსკვლავიან სასტუმრო „მერკურს“ თბილისში.