24.დეკემბერი .2015 17:30

ქართველმა სტუდენტებმა უსინათლოებისთვის სპეციალური სათვალე გამოიგონეს

views 1261
უკან

საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ორგანიზებულ ჰაკათონში პირველი ადგილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების გამოგონებამ - უსინათლოების სათვალემ აიღო. აგრარული უნივერსიტეტის ცნობით, სათვალე მომხმარებელს წიმააღმდეგობებს ვიბრაციით ატყობინებს და ასე ეხმარება გზის გაკვლევაში.

"სტუდენტებმა სათვალე 48 საათის განმავლობაში ააწყეს. პირველი ადგილის გარდა, გამოგონებამ საუკეთესო დიზაინის ნომინაციაშიც გაიმარჯვა", - განმარტავენ უნივერსიტეტში.