მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ზეთისხილი" და KTW ჯგუფი ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

5d2f00cc551fa
ლიკა გურაბანიძე
17.07.19 23:00
1095
„ქართული ზეთისხილი“ და KTW ჯგუფი კომპანიას „ქართული ზეთისხილი & KTW”-ს აფუძნებენ. როგორც „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე აცხადებს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში პარტნიორები ზეთისხილის ბაღების გაშენებას კახეთში კერძოდ კი დედოფლისწყაროში 1000 ჰექტარზე გეგმავენ.

სვანიძის განმარტებითვე, ახლადშექმნილმა კომპანიამ პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო.

რაც შეეხება ინვესტიციას პროექტის ღირებულება ჯამში 10 მილიონს შეადგენს, კომპანია "ქართულ ზეთისხილთან" და KTW-სთან ერთად, პროექტის დამფინანსებლები არიან OPIC-ი და „საპარტნიორო ფონდი".

კომპანია „ქართული ზეთისხილი" უკვე ფლობს ზეთისხილის ბაღებს კახეთში და აწარმოებს ზეთს, რომელიც ადგილობრივ ბაზართან ერთად დუბაიშიც გაიყიდება. „ქართული ზეთისხილის" ზეთი 250 გრამიან, 500 გრამიან და 750 გრამიან მინის ქილებში იყიდება. ზეთისხილის მარინადი კი - 250, 500 და 750 გრამიან მინის ქილებშია წარმოდგენილი.

პროდუქციის ფასი ნახევარლიტრიან ქილაში 13-დან 16 ლარამდე მერყეობს. ხოლო 250 გრამიანი ქილის ფასი 7-დან 9 ლარამდეა. 

ამჟამად „ქართული ზეთისხილის" ზეთი და ზეთისხილი გასაყიდად "კარფურში", "გუდვილში", "ნიკორაში" და "აგროჰაბშია" წარმოდგენილი.