მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სტარტაპი, რომელიც ქვეყანაში ინგლისურის ონლაინ-სწავლებაზე ზრუნავს

5d0a1e53e13ab
შოთა ტყეშელაშვილი
19.06.19 15:25
1991
2019 წლის იანვარში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც ქვეყანაში უცხო ენების ცოდნას ასახავს. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ინგლისურად საუბარი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 22%-ს შეუძლია. აქედან 7%-მა ენა მაღალ დონეზე, 15%-მა საშუალოდ, ხოლო 16%-მა დაწყებით დონეზე იცის. მოსახლეობის 60% კი მიუთითებს, რომ მათ ინგლისური ენის საწყისი ცოდნაც კი არ გააჩნიათ.

ქართული სტარტაპი Lingwing.com-ი სწორედ ამ პრობლემასთან გამკლავებისთვის შეიქმნა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვატო ველიაშვილი BMG-ის ენტერპრენიორობის გლობალური სამიტის ფარგლებში, კომპანიის მისიასა და განვითარების გეგმების შესახებ, ასევე საქართველოში სტარტაპების მთავარი გამოწვევების შესახებ ესაუბრა.

Lingwing-ი ონლაინ-სწავლების აპლიკაციაა, რომელსაც დღეს 140,000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. სისტემა ამ დროისთვის ექვსი ენის - ინგლისურის, რუსულის, გერმანულის, ესპანურის, იტალიურისა და ფრანგული ენების დაწყებითი დონის კურსებს მოიცავს.

კომპანია ამჟამად საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და უცხო ენის სწავლების კურსების მეზობელი ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებაზე მუშაობს. კიდევ ერთი მიზანი, რომლის მიღწევასაც Lingwing-ი ცდილობს, ეს უცხოელი ინვესტორებისა და პარტნიორების მოზიდვა და მათთვის ბიზნესის მდგრადობის დადასტურებაა.

როდის და რა მიზნით შეიქმნა თქვენი კომპანია?

“კომპანია რეალურად ონლაინ განათლების სფეროში დიდი ხანია რაც დაფუძნებულია დაახლოებით რვა წელია რაც არსებობს, თუმცა ხალი ვებსაიტი - lingwing.com გავუშვით ორი წლის წინ. ეს სისტემა შევქმენით ჩვენი ძველი პროტოტიპ ვებსაიტის მიხედვით, რომელსაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა მომხარებლებისგან. ზრდა საკმაოდ დიდი გვაქვს, ყოველწლიური ზრდა 100%-ს აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ინვესტიცია არ განხორციელებულა, რაც გლობალურად ფინანსდება მსგავსი პროექტები. უპირატესობა ჩვენი არის ინტერაქტიული პლატფორმა, რის გამოც უფრო მეტი მომხმარებელი გადმოდის ჩვენთან. აქ მომხმარებლებს უფრო ბუნებრივი გზებით უწევთ ენის სწავლა, ეს არის ლაპარაკი და წერა, როდესაც სხვაგან ეს შეიძლება უფრო მეტად ფოტოებზე კლიკი იყოს.

კურსები დგება პროფესიონალი პედაგოგების მიერ, ხოლო შემდგომ კი ეს გადადის პროგრამირების ნაწილში, სადაც ჩართულია ხმის ამოცნობის სისტემა, ხელოვნური
ინტელექტის მოდულები გვაქვს ამ მიმართულებით უფრო ტექნოლოგიურის და ადამიანური რესურსის კოლაბორაციაა.”

რა არის კომპანიის შემოსავლის წყარო? რამდენად მდგრადია ის?

“შემოსავალი ყოველთვიური გადახდებიდან გვაქვს. რაც დავამატეთ ყოველთვიური გადახდები, ერთწლიანი პაკეტის შემთხვევაში, თუ განვადებით იყიდის ადამიანი, თვეში გამოსდის 16 ლარი. მთლიანად რომ იყიდოს ერთწლიანი პაკეტი, მისი ღირებულებაა 120 ლარი, რომელშიც შედის ყველა ენა და ყველა კურსი, რომელიც საიტზე გვაქვს. ამ ეტაპზე ინგლისურში გვაქვს A1 და A2 დონე, რასაც ვანვითარებთ და გვინდა რომ B დონე დავამატოთ. უკვე ბოლოში გავდივართ B დონის შექმნის კუთხით.

140,000 არის რიცხვი მათი, ვინც დარეგისტრირებულია ჩვენს ვებგვერდზე და სარგებლობს ან უფასოთ ან ფასიანი სერვისით. ფასიანი მომხმარებლებსი პროცენტი აქედან არის 4%, დანარცენები კი უფასოდ მეცადინეობენ. ყველას ვერ მოეწონება ეს მეთოლოდგია სწავლების. ჩვენ ვამბობთ რომ ვისაც ონლაინ უნდა ენის შესწავლა, ალბათ მათ უმეტესობას lingwing-ი მოეწონება."

რა გამოწვევები არსებობს ქართულ ბაზარზე სტარტაპებისთვის?

"გამოწვევები პირველ რიგში ის, რომ საქართველოში თანხებზე წვდომა საკმაოდ ჭირს, სახელმწიფო ცდილობს და ეხმარება სტარტაპებს ფინანსური კურსითაც. უშუალოდ ჩვენ, ზრდას ვაჩვენებთ, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვისაც, ვფიქრობთ რომ ეს სამიტიც დაგვეხმარება რომ ინვესტიცია ან საჭირო კონტაქტი მოვიპოვოთ, რომელიც დაეხმარება ბიზნესს, რომ უკვე გავიდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ და უკვე გლობალურ მოთამაშეებს გავუწიოთ კონკურენცია."

შესაძლებელია თუ არა თქვენი პროდუქტი უცხოურ ბაზარზეც გავიდეს?

"პირველ ეტპზე ვფიქრობთ, რომ მეზობელ ქვეყნებში გავალთ, ამისთვის მზა კონტენტიც გვაქვს. რუსული ენიდან, თურქული ენიდან რომ დავიწყოთ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. საბოლოოდ ყველაზე საინტერესო ბაზარი ჩვენთვის მაინც არის აზია, ჩემი ერთ-ერთი კოლეგა ახლა ტაივანში იმყოფება, გვაქვს იმედი რომ რაღაცას მივაღწევთ."

რას აქცევენ ყურადღებას უცხოელი ინვესტორები?

"უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის გუნდი, გუნდის ბექგრაუნდი, მათი გამოცდილება. სხვა და სხვა ტიპის მოტხოვნები აქვთ, ზოგს უნდა რომ ძალიან სწრაფად ზრდადი კომპანია იყოს, ზოგს უფრო სტაბილურად და ნელა მზარდი, მაგრამ შორ პერსპექტივაში ურჩევნია ყურება. ჩვენთვის უფრო საინტერესოა ინვესტორი, რომელიც გრძელვადიან ხედვაში ხედავს ამ ყველაფერის განვითარებას. ჩვენც ამ პროდუქტს საკმაოდ დიდი ხანია ვანვითარებთ, ონლაინ-სწავლების პროდუქტები არ არის ისეთი, რამ რაც ძალიან სწრაფად განვითარდება, როგორც მაგალითად თამაშები ან სხვა ბიზნესია, შედარებით ნაკლები. ზრდა აქ ძალიან სწრაფი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ თუ ისეთ პროდუქტებს შევთავაზებთ, რომელიც მომხმარებლისტვის არის მნიშვნელოვანი, გრძელვადიან პერსპექტივაში, საკმაოდ დიდი ინვესტიციის მოზიდვა არის შესაძლებელი."