16.მაისი.2019 12:44
საზოგადოება

ქართული სააღსრულებო სისტემის ნოვაციებს აზერბაიჯანელი კოლეგები გაეცნენ

ქართული სააღსრულებო სისტემის ნოვაციებს აზერბაიჯანელი კოლეგები გაეცნენ
აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს სააღსრულებო სისტემის სპეციფიკასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო.
დელეგაციამ აღსრულების ეროვნულ ბიურო დაათვალიერა. შეხვედრაზე სტუმრებს ქართული სააღსრულებო სისტემის რეფორმებზე პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, თავმჯდომარის მოადგილემ და სამსახურის უფროსებმა წარუდგინეს.

სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია ქართული სააღსრულებო სისტემის, პროცედურებისა და ეტაპების დაგეგმარების, ბიუროს ელექტრონული და არა სააღსრულებო სერვისების შესახებ.

"მათი განსაკუთრებული ინტერესის სფეროში ელექტრონული საქმისწარმოება და აუქციონი მოექცა. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ფაქტების კონსტატაციისა და გამარტივებული საქმისწარმოების სერვისებმა. საუბარი შეეხო შეფასების სამსახურისა და გადახდისუუნარობის წარმოების სპეციფიკას და დაგეგმილ რეფორმებს.

აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ნოვაციად შეაფასეს აღსრულების ეროვნული ბიუროს სოციალური პოლიტიკა და მიდგომა მოვალეების მიმართ, რომლის საფუძველზეც ბიურომ მხარეებს შორის მორიგებისა და საქმეების ნებაყოფლობით დასრულების რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. 2019 წლისთვის გამოსახლებისა და დემონტაჟის კატეგორიის საქმეებში მორიგებითა და ნებაყოფლობით დასრულებული საქმეების სტატისტიკა 90 პროცენტს გასცდა.

სტუმრები დაინტერესდნენ კერძო სააღსრულებო სისტემის მუშაობითაც. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ კერძო აღმასრულებლები, რომლებმაც თავისი სამუშაო გარემო და სპეციფიკა გააცნეს.

დელეგაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების სფეროს სამართლებრივი და სტრუქტურული მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად ახორციელებს. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის რეორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას და სხვა.

დელეგაცია გაეცნო საქართველოს გამოცდილებას ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს. საქართველოს გამოცდილების გაზიარება აზერბაიჯანს დაეხმარება ბიზნეს-გარემოსა და Doing Business რეიტინგების გასაუმჯობესებლად.
Doing Business-ის 2019 წლის ანგარიშით საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა, კონტრაქტების აღსრულების ნაწილში კი მე-8 ადგილს იკავებს.

აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია რამდენიმე დღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს სტუმრობს.

ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით, აზერბაიჯანელმა კოლეგებმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ბაქოში მიიწვიეს",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

19.აგვისტო.2019 19:54
659

"რუსთავი 2"- ის გაყიდვის ვადა ამოიწურა - ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:49
2506

შსს-მ გამოძიება დაიწყო - საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 18:02
67

თბილისის სააპელაციო და გურჯაანის რაიონულმა სასამართლოებმა Regininfo.ge სამართალდამრღვევად ცნო - კომისია

ვრცლად
19.აგვისტო.2019 13:37
178

შეაჩერე დრო - „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ მიმზიდველი შეთავაზება

ვრცლად
19.აგვისტო.2019 13:20
219

საქსტატი: უმუშევრობის დონე სოფელში 5.1%-ია, ქალაქში კი - 17.5%

ვრცლად
19.აგვისტო.2019 10:16
342

კახი კალაძემ Facebook-ის მომხმარებლებს თბილისში მიმდინარე საგზაო პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ვრცლად