27.აპრილი .2016 17:38

ქართული მინერალური წყლის "გუნდაურის" წილის შეძენით არაბი ინვესტორები დაინტერესდნენ

views 1233
უკან

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე დაბრუნებული მინერალური წყალი "გუნდაურის" წილის შესყიდვით არაბეთის გაერთიანებული საემიროებია დაინტერესებული. ამის შესახებ "კომერსანტთან" კომპანიის ხელმძღვანელი შალვა ჯოხაძე საუბრობს. მისი თქმით, ამ დროისთვის დუბაიში გაგზავნილი აქვს დოკუმენტაცია, თუმცა, უცნობია, რეალური იქნება თუ არა არაბების მხრიდან ქართული მინერალური წყლით დაინტერესება.
 
მისი თქმით, განიხილება კომპანია „გუნდაურში" წილის გაყიდვა. ამ დროისთვის კი არაბებთან მოლაპარაკების ეტაპია.

ჯოხაძის ინფორმაციით, კომპანიამ უკვე 3 თვეა პროდუქციის რეალიზება დაიწყო და დისტრიბუციას ჯერ მხოლოდ აჭარში ახდენს. სამომავლოდ დაგეგმილია როგორც ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება, ისე ექსპორტზე გასვლა, ეს ყველაფერი კი, როგორც კომპანია „გუნდაურის" ხელმძღვანელი განმარტავს, ინვესტორის სწრაფად მოძიებაზეა დამოკიდებული.

"გუნდაურში" წლის დასაწყისში ამბობდნენ, რომ მათ პროდუქციას ბაზარზე არსებული მინერალური წყლებისგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს და თავის დამკვიდრება არ გაუჭირდებოდათ. "გუნდაური" წარმოშობილია აჭარაში, არის სუსტი მინერალიზაციის წყალი. პროდუქცია ლიტრიან და ნახევარ ლიტრიან ბოთლებში გაიყიდება. მისი ფასი კი ერთი ლარი იქნება"- აცხადებდნენ 2016 წლის თებერვალში "გუნდაურში".

პროდუქტი ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა, თუმცა კომპანიის ფინანსური სირთულეების გამო ბაზარი მალევე დატოვა. ქარხანა აჭარაში, სოფელ გუნდაურში მდებარეობს.

"კომერსანტი" 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა