27.აპრილი.2016 22:07
ბიზნესი

ქართული კომპანია ბარაკ ობამას გლობალური მეწარმეობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ქართული კომპანია ბარაკ ობამას გლობალური მეწარმეობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
კომპანია MYgps-ი პირველი ქართული ბიზნესია, რომელიც წელს აშშ-ში გლობალური მეწარმეობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი სილიკონის ველზე, სტენფორდის უნივერსიტეტში გაიმართება და მისი მასპინძელი ბარაკ ობამაა. სამიტის მიზანი ინოვაციური სტარტაპების და პოტენციური ინვესტირების დაკავშირებაა, ასევე იდეების გაცვლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამიტის გეგმებზე "საქმიან დილაში“ კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ჭიჭინაძე საუბრობს.
 
- როგორ მოხდა, რომ თქვენ ამ სამიტზე წარსდგებით?

- სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული გარკვეული კონკურსი ჩატარდა, ერთ-ერთი მოსაწავევი ჩვენც მივიღეთ ინტერნეტის მეშვეობით. განაცხადი შევავსეთ და ჩვენი ბიზნეს იდეა წარვადგინეთ.

მონაწილე კომპანია კონკურსის წესით ირჩევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. კონკურსი საკმაოდ მკაცრად ჩატარდა, ჩვენი ინფორმაციით მასში რამდენიმე ათეულმა ათასმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ჩვენ ვართ პირველი ქართული ბიზნესი, რომელიც ამ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

- რაში მდგომარეობს თქვენი კომპანიის ბიზნეს იდეა?

-  ვმუშაობთ LED ნათურებზე, საუბარია დაახლოებით გარე და შიდა განათებაზე, არა საყოფაცხოვრებო განათებაზე. პროექტს დაახლოებით სამი წელია ვამზადებთ, ეს პერიოდი განვითარებისა და კვლევებისთვის გამოვიყენეთ. ბოლო ერთი წელია სატესტო რეჟიმში გავუშვით. ყველაფერი, რაც ამ სანათს ეხება ქართულია და ჩვენი გაკეთებული.

ტექნოლოგიური გადაწყვეტა საკმაოდ ინოვაციურია. მიუხედავად იმისა, რომ მასში გარკვეული ელემენტები არის ამერიკული და ევროპულიც, თვითონ გადაწყვეტა ჩვენი, ქართულია.

- წელს ბარაკ ობამა ბოლოჯერ იქნება ამ სამიტის მასპინძელი პრეზიდენტის რანგში, რა შეთავაზებით მიდიხართ და რა მოლოდინი გაქვთ, რა გზები შეიძლება თქვენთვის გაიხსნას?

- აშშ-ის პრეზიდენტთან პირადი შეხვედრის ფუფუნება ალბათ არ გვექნება, მაგრამ ეს საკმაოდ საინტერესო ფორმატია, სადაც ჩვენ საშუალება გვექნება ჩვენი იდეებით სავარაუდო ინვესტორებს შევხვდეთ. არ არის აუცილებელი, რომ ისინი მაინც და მაინც ამერიკელები იყვნენ, შეიძლება ევროპელები, ან აზიელები იყვნენ. მთავრი ისაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მეშვეობით ხდება საინტერესო სტარტაპების, იდეების, კომპანიების შეხვედრის ორგანიზება, ერთმანეთთან დაკავშირება.

გვსურს არა მარტო ქართულ ბაზარზე წარვსდგეთ, როგორც სერიოზული და ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი ქართული კომპანია, არამედ ექსპორტზე ვიფიქროთ. გამოხმაურება საკმაოდ საინტერესო გვაქვს.

15.ივნისი.2019 11:20
3265

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1117

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
388

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
493

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
630

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1249

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად