მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინის ექსპორტი 45%-ით გაიზარდა

572da56cafd77
BM.GE
07.05.16 12:18
2280
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581031 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
 
საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი - 84% (5925933), უკრაინა - 70% (1488737), ჩინეთი - 58% (779425), პოლონეთი - 31% (682 522), ლიტვა - 37% (183636), ყირგიზეთი - 171% (107646), გერმანია - 23% (104950), ბელარუსი - 31% (134120), დიდი ბრიტანეთი - 72% (50128) და სხვა.

ამასთან, მსოფლიოს 11ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 6,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.