14.აპრილი.2016 14:44
ბიზნესი

ქართული ღვინის 8 კომპანია ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას

ქართული ღვინის 8 კომპანია ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაში იღებს მონაწილეობას
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა "Wine and Gourmet Japan 2016" მიმდინარეობს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წარმოდგენილია 8 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: "თბილღვინო“, "ვაინმენი“, "ბარგატიონი 1882“, "ქინძმარაული“, "წერეთლის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია", "მარანული“, "დუგლაძეების ღვინის კომპანია“ და "ბესინი“.
 
გამოფენის გახსნას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების პირველ დღეს ქართული ღვინის დეგუსტაცია/სემინარი გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა.

ბოლო 2 წლის მანძილზე, ქართული ღვინო იაპონიაში გამართულ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენებზე უკვე მეხუთედ არის წარმოდგენილი.

"ქართული ღვინის კომპანიების აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, მის ბაზარზე შესვლისა და დამკვიდრების, ასევე ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. "Wine and Gourmet Japan 2016"-ზე ქართული ღვინის წარდგენა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას არა მარტო იაპონიაში, არამედ მეზობელი აზიის ქვეყნებში.

გასულ წელს "Wine and Gourmet Japan"-ს ესტუმრა 75 ათასზე მეტი ვიზიტორი. გამოფენისადმი ინტერესი წელსაც დიდიაა. ის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ გამოფენად ითვლება აზიის მასშტაბით და მასში მონაწილეობა პრიორიტეტულია ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. წელსაც გამოფენაზე თავს მოიყარეს წამყვანმა ღვინის სპეციალისტებმა, ბაიერებმა და იმპორტიორებმა აზიის მასშტაბით", - განმარტავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

18.მარტი.2019 12:26
1522

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
333

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
994

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
327

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
637

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
396

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად