მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში მონაწილეობას გეგმავს

5cb5b8a143821
BM.GE
16.04.19 15:20
9557
15 აპრილს საღამოს 18:50-ზე პარიზში გაჩენილმა ხანძარმა ცხრასაუკონოვანი ისტორიის მქონე ღვთიმსშობლის ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მთელი მსოფლიო პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს თუ როგორ იწვოდა კათოლიკური ეკლესიისა და მსოფლიო მემკვიდროების ძეგლი.

რევოლუციასა და ომებს გადარჩენილი ნოტრ-დამი ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზებით აალდა. ჩამოინგრა ტაძრის სამრეკლო, საათი და სახურავის ნაწილი. გადარჩენილია შენობის ძირითადი კონსტრუქცია და მთავარი ფასადის კოშკები. 400-მდე მეხანძრე ცეცხლს რვა საათზე მეტხანს აქრობდა.

ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ეროვნული კამპანია დაიწყო.

ევროპის უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანია LVMH ის ჯგუფის მმართველმა პარტნიორმა და CEO-მ ბერნარ არნომ განაცხადა, რომ მისი ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება $91.7 მილიარდს შეადგენს. ბერნარ არნოს LVMH აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Dior, Bulgari, Celine & Louis Vuitton.

ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ფრანგმა, კომპანია Kering-ის მფლობელმა, ფრანსუა ანრი პინომ უკვე განაცხადა, რომ ტაძრის აღდგენის ფონდში სულ მცირე 100 მილიონ ევროს გადარიცხავს. პინოს კომპანიას “ბალენსიაგას”, “გუჩის”, “ალექსანდრ მაკქვინისა” და “ივ სენ ლორენის” ბრენდები ეკუთვნის.

Forbes Geprgia-ს ინფორმაციით, საერთაშორისო საქველმოქმედო კამპანიას ქართული კერძო ბიზნესიც უერთდება. ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი “კ და ქართული სპირტები” ძეგლის აღსადგენად €10,000-ს გადარიცხვას გეგმავს.

პარიზის ნოტრ-დამის მშენებლობა 1163 წელს დაიწყო და 1345 წლამდე გაგრძელდა.

ღვთისმშობლის ტაძარს ყოველწლიურად 13 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

წყარო - Forbes.ge