მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების მიმართ მოქალაქეთა პრეტენზიები 69%-ით გაიზარდა

5d36ed0d7a673
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.19 15:18
1715
2019 წლის პირველ ნახევარში ქართული ბანკების მიმართ 4369 პრეტენზია დაფიქსირდა, რაც 2018 წელთან შედარებით 69%-ით მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა მათთან შესული პრეტენზიების მხოლოდ 31% მიიჩნიეს საფუძვლიანად.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკებმა საფუძვლიანად პრეტენზიების 24% ცნეს.

შესული განცხადებებიდან 118-თან დაკავშირებით ბანკებში განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

რაც შეეხება პრეტენზიების შინაარსს, მათი თითქმის ნახევარი მიმდინარე ანგარიშებს შეეხება. შემდეგ ადგილებს, სამომხმარებლო სესხებთან და მომენტალურ განვადებებთან დაკავშირებული საკითხები იკავებენ.

პრეტენზიების გარკვეული ნაწილი ბანკის მიერ მომხმარებელთა საბანკო კონფიდენციალობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას შეეხება.