23.მაისი.2019 22:20
ეკონომიკა

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ
ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქალთა კოოპერატივების მიერ შეგროვებული სამკურნალო ბალახი ფურისულა ექსპორტზე გერმანიაში გადის. ტყის არამერქნული პროდუქტების რეალიზაციაში კოოპერატივებს საშუამავლო კომპანია "კახეთი ბიო’" ეხმარება.

როგორც კოოპერატივ "შარახევის" ხელმძღვანელი ლია ბაზაშვილი BM.GE-თან აცხადებს, მათ მიერ მიწოდებულ ფურისულას ნედლეულს გერმანული კომპანია "როუზ ოფისი" მედიკამენტების დასამზადებლად იყენებს.

ბაზაშვილის თქმით, ახლო მომავალში გერმანიაში ექსპორტზე 300 კილოგრამი გამომშრალი ფურისულა გავა. ფერმერი ამბობს, რომ მოთხოვნა გაცილებით მეტია, წარმოების მეტი შესაძლებლობაც აქვთ, თუმცა საშრობი დანადგარის მცირე მოცულობიდან გამომდინარე, ბაზარს სრულად ვერ აკმაყოფილებენ.

ერთი კილოგრამი მზა ნედლეული გერმანიაში 12 ევროდ იყიდება.

კოოპერატივის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მხრიდან დახმარების საჭიროებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

"ტონობით ხილი ფუჭდება, ფშავი მდიდარია მსხლით, ვაშლით, გვაქვს ასკილი, კუნელა, კოწახური, ღოღნაშო, მაგრამ გადამამუშავებელი საწარმოები არ არსებობს. ამ მიმართულებით არ გვაქვს ხელშეწყობა, შესაბამისად ტონობით ხილი გვიფუჭდება", - აცხადებს ფერმერი.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

17.ივლისი.2019 23:00
85

„ქართული ზეთისხილი“ და KTW ჯგუფი ერთობლივ კომპანიას აფუძნებენ

ვრცლად
17.ივლისი.2019 22:00
307

რა ღირს აგარაკის დაქირავება თბილისის შემოგარენში?

ვრცლად
17.ივლისი.2019 21:00
177

ბიზნესომბუდსმენი საბანკო რეგულაციების შერბილებაზე - "უფრო მეტია საჭირო"

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
83

ნათია თურნავა - მცირე გრანტების დაგეგმილ კონკურსში მცირე და საოჯახო სასტუმროები ცალსახა პრიორიტეტი იქნება

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:30
111

ნათია თურნავა ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებს შეხვდა

ვრცლად
17.ივლისი.2019 20:00
147

"ტრანსპორტში გადახდის ერთიან სისტემაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს"

ვრცლად