15.მარტი.2016 09:39
ეკონომიკა

ქართულ ავიაციას ისევ ICAO-ს "წითელი ალამის" სტატუსი აქვს

ქართულ ავიაციას ისევ ICAO-ს "წითელი ალამის" სტატუსი აქვს
გასულ წელს გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ე.წ. "შავ სიაში" მოხვდა და დღის წესრიგში იდგა ამ ორგანიზაციიდან საქართველოს გარიცხვის საკითხი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასულ წელსვე არ დაადასტურა. მათი განმარტებით, ICAO არ აწარმოებს ე.წ. "შავ სიას", არამედ ამ ორგანიზაციის მიერ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე პერიოდულად ხდება სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული აუდიტის შედეგების ასახვა, სადაც ასევე მოცემულია ინფორმაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების თაობაზეც. 2013 წლის ოქტომბერში განხორციელებული ICAO–საუდიტის შედეგებში, რომელიც მოიცავდა 2007–2013 წლების შემოწმების პერიოდს, დაფიქსირდა ხარვეზი ამ პერიოდში განხორციელებული ავიაკომპანიების სერტიფიცირების პროცესში.
 
ავიაციის სააგენტოს გავრცელებული განცხადებით, მართალია ICAO–ს ვებ-გვერდზე სხვა 13 ქვეყანას შორის, საქართველოს გასწვრივაც დასმულია სიმბოლო – წითელი დროშის სახით, თუმცა 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს ე.წ. "აკრძალული ქვეყნების" სიაში შეყვანის საკითხი არც კი გამხდარა ევროკომისიის ავიაციის უსაფრთხოების კომიტეტის განსჯის საგანი.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ვალიდაციის აუდიტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიმდინარე წლის აპრილში ელოდება. სწორედ ამ მისიის შემდეგ გახდება ცნობილი, მოეხსნება თუ არა საქართველოს "წითელი ალამის" სტატუსი. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, აუდიტორები 2013 წელს ჩატარებული ყოვლისმომცველი აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის კუთხით სააგენტოს მიერ გაწეულ საქმიანობას ადგილზე შეამოწმებს. მათი თქმით, ICAO-ს აუდიტის დროს დაფიქსირდა ხარვეზი, რომელიც უკავშირდებოდა საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების სერტიფიცირების პროცესს.

"რაც შეეხება "წითელ ალამს", იგი უკავშირდება სწორედ ზემოთ აღნიშნულ ხარვეზს, რომელიც პრაქტიკულად გამოსწორებულია სააგენტოს მიერ. მიღწეული პროგრესის ოფიციალური ასახვა და ხარვეზის მოხსნა უნდა მოხდეს ICAO-მიერ, მას შემდეგ რაც ორგანიზაცია განახორციელებს ვალიდაციის აუდიტს", - აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

17.ივლისი.2019 18:20
98

მთავრობის ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას კიდევ ერთი პუნქტი ემატება

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:47
107

ნათია თურნავა ლავროვს პასუხობს -„ამ განცხადების პათოსი არახალია“

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:29
151

"საქართველოს ეკონომიკა გაძეძგილია რუსული კომპანიებით"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:11
185

"არ შეიძლება, ტურიზმი ქვეყნის განვითარების მთავარი დარგი იყოს"

ვრცლად
17.ივლისი.2019 17:03
123

კოჯორში ახალგაზრდული სოფელი აშენდება

ვრცლად
17.ივლისი.2019 16:36
109

საქართველოში საბადოს დახურვისა და რეგენერაციის თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგება

ვრცლად