მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარის სადგურის 18 პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე

5d6102ad4e3e4
დავით ჯალაღონია
25.08.19 10:00
1287
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ქარის ენერგეტიკული პოტენციალი დაახლოებით 1500 მგვტ დადგმული სიმძლავრით არის შეფასებული.

როგორც სამინისტროდან BM.GE-ს აცნობეს, დღეის მდგომარეობით გაფორმებულია 18 ურთიერთგაგების მემორანდუმი, ჯამურად 1160 მგვტ სიმძლავრით.

მათგან, ამ ეტაპზე განხორციელების სხვადასხვა ფაზაშია ქარის 4 ელექტროსადგურის პროექტი. ესენია "ნიგოზას", "ზესტაფონის", "რუისისა" და "ქართლი 2"-ის ელექტროსადგურები, რომელთა მშენებლობის დაწყება 2020-2021 წლებშია ნავარაუდევი.

"ენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და ელ.ენერგიის ხარისხის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, 2020-2021 წლებისთვის შესაძლებელია ქსელში ინტეგრირებულ იქნეს 333 მგვტ, 2025 წლამდე დაგეგმილი სარეზერვო წყაროების გაჩენის მიხედვით შესაძლებელი იქნება ქსელში დამატებით 330 მგვტ. სიმძლავრის ინტეგრირება.

დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 330-350 მგვტ. ქსელში ინტეგრირებასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს კომპანიებთან სამშენებლო მემორანდუმების გაფორმების პროცესი, რომელთა ინტეგრირება გათვალისწინებულია 2020-2021 წლებში", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.