15.აპრილი.2019 09:00
ეკონომიკა, მსოფლიო

ქალაქები, სადაც უძრავი ქონების ყველაზე მეტი მაგნატი ცხოვრობს

ქალაქები, სადაც უძრავი ქონების ყველაზე მეტი მაგნატი ცხოვრობს
Hurun-ის ექსპერტებმა იმ ქალაქების რეიტინგი შეადგინეს, სადაც უძრავი ქონების სფეროში ყველაზე მეტმა მილიარდერმა მოიყარა თავი. კვლევაში 239 მილიარდერი მოხვდა და აქედან 58% ჩინეთიდანაა, 11%-აშშ-დან, 7% კი დიდი ბრიტანეთიდან.

10 ფოშანი

მეათე პოზიციაზეა ჩინური ქალაქი ფოშანი, სადაც 6 მილიარდერი იმყოფება. ყველაზე მდიდარი ადამიანი კი იან ხუეიანია – $23 მილიარდის შემოსავლით. ძველი სავაჭრო ქალაქი, ცნობილია ფაიფურის ფაბრიკებითა და აბრეშუმის წარმოებით. ქალაქში ტურისტებს იზიდავთ სამხრეთ ნაწილში არსებული მწვერვალები, გამოქვაბულები და ჩანჩქერები, ასევე – 800 წლის ტაძარი, იშვიათი ქანდაკებების კოლექცია და კერამიკა.

9 ტაიბეი

მეცხრე პოზიციაზეა ტაიბეი. ქალაქს 6 მილიარდერი ჰყავს, მათგან კი ყველაზე მდიდარი ლინ ჩეგ სუეა, რომლის ქონებაც $4,3 მილიარდია. ექსპერტები ტაიბეის ერთ-ერთ განვითარებულ ქალაქად მიიჩნევენ, რომელიც მნიშვნელოვან როლს სწორედ ქვეყნის განვითარების მიმართულებით ასრულებს. ქალაქის ძირითადი მიმართულებებია: ელექტრონული ტექნოლოგიების, ტექსტილისა და კვების პროდუქტების წარმოება. ეკონომიკაში კი, მნიშვნელოვან როლს ვაჭრობა, ტრანსპორტი და საბანკო სექტორი ასრულებს. თუმცა ამ დარგებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორიც.

8 ჩუნცინი

რიგით მერვე ქვეყანა ჩუნცინია. ქალაქში მილიარდერთა რაოდენობა შვიდს უტოლდება, მათგან ყველაზე მდიდარი კი ვუ იაციუნია, ჯამში $9,8 მილიარდით. ქალაქი ჩინეთის ცენტრალური ნაწილის ქვედანაყოფია, რომელიც ტერიტორიის მასშტაბებით ქვეყანაში მეოთხე ადმინისტრაციული ერთეულია. ის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა ეკონომიკური მაჩვენებლებით. ძირითადი ინდუსტრია კი ქიმიური, საინჟინრო და მეტალურგიული დარგებია. გარდა ამისა, ქალაქი ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზაა საავტომობილო წარმოების მიმართულებითაც.

7 ნიუ-იორკი

რეიტინგში სახელდება ნიუ იორკიც, რომელსაც ხშირად მსოფლიოს დედაქალაქსაც უწოდებენ. ნიუ იორკში მილიარდერთა რაოდენობა 9-ს უტოლდება, მათგან კი უმდიდრესი სტივენ როსია, რომლის ქონება $10 მილიარდია. ქალაქი უმნიშვნელოვანესი ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. ნიუიორკში მრავლად შეხვდებით თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს. მთლიანობაში ცათამბრჯენების რაოდენობა ქალაქში 5500-ია, საიდანაც 50-ის სიმაღლე 200 მეტრს აღემატება. მსგავსი შენობების რაოდენობით ნიუ–იორკი მხოლოდ ჰონგ–კონგს ჩამორჩება.

6 სინგაპური

ხუთეულში ვერ მოხვდა, თუმცა მეექვსე პოზიციაზეა სინგაპური, სადაც ათი მილიარდერია. მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, სადაც საბაზრო ეკონომიკა და დაბალი ბეგარაა, მნიშვნელოვან როლს თამშობს ტრანსნაციონალური კორპორაციები. დაბალი გადასახადების გამო კი, სინგაპური განსაკუთრებით მომხიბვლელი ინვესტორებისთვისაა. რეალურად, აქ 5 სახის გადასახადია, მათგან ერთ-ერთი საშემოსავლო გადასახადია, ერთი კი – ხელფასის.

5 შანხაი

შანხაის 12 მილიარდერი ჰყავს, ყველაზე მდიდარი კი ტონგ ჟინკუანია, რომლის ქონება $5,3 მილიარდია. შანხაი მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია როგორც მსხვილი ფინანსური და კულტურული ცენტრი, რომელსაც ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო პორტი აქვს. ქალაქში მშენებარე შენობების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლებია, რომლებიც გამოირჩევიან როგორც სიმაღლით, ისე დიზაინით. დეველოპერები კი რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, ბოლო დროს განსაკუთრებულ ყურადღებას გამწვანებას უთმობენ, რათა ქალაქში ცხოვრების ხარისხი კიდევ უფრო გაზარდონ.

4 ლონდონი

ყველაზე მეტი მაგნატი უძრავი ქონების სფეროში, თავმოყრილია ლონდონშიც, მათი რაოდენობა 14-ს უტოლდება, ხოლო ყველაზე მდიდარი, ლონდონში მცხოვრები ადამიანის ქონება - „სულ რაღაც“ 17 მილიარდია. რეალურად, ლონდონი უმაღლესი გლობალური ქალაქების სიაში შედის და მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს. მისი ეკონომიკა კი, ქვეყნის ეკონომიკის ერთ მეხუთედს შეადგენს – უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და ფინანსური ცენტრი როგორც ბრიტანეთში, ასევე მთელი ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი გლობალური ქალაქია, რომელიც კონკურენციას ნიუ-იორკს უწევს. ამასთან, ლონდონში უძრავი ქონება მსოფლიოში ყველაზე ძვირია.

3 გუანჯოუ

რეიტინგში მეოთხე ადგილზეა გუანჯოუ, სადაც 14 მილიარდერი ცხოვრობს. ყველაზე მდიდარი კი ხუ ძიაინია, მისი ქონება კი $37 მილიარდია. გუანჯოუ პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო, განათლების, კულტურული და სატრანსპორტო ცენტრია. ქალაქი, სადაც მოსახლეობა 14 მილიონზე მეტია, მესამე ქალაქია მოსახლეობის სიმრავლის მიხედვით და მხოლოდ ისეთ ქალაქებს ჩამორჩება, როგორებიცაა შანხაი და პეკინი.

2 შენჟენი

მეორე ადგილზეა შენჟენი, სადაც მილიარდერთა საერთო რაოდნეობა 17-ია. ყველა მდიდარი იაო ჩენხუაა, რომლის ქონება $14 მილიარდია. მასშტაბური უცხოური ინვესტიციების დახმარებით, ქალაქს ძალიან მცირე პერიოდი დასჭირდა იმისთვის რომ ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური და სატრანსპორტო ცენტრი გამხდარიყო. დღეს შენჟენი ერთ-ერთი ქალაქია, რომელიც ყოველდღიურად დინამიური ტემპებით ვითარდება. ქალაქი აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოზიდვასა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე.

1 ჰონგ–კონგი

რაც შეეხება ლიდერ ქალაქს, ყველაზე მეტი მაგნატი უძრავი ქონების მიმართულებით, ჰონგ–კონგში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 25-ია. აქედან ყველაზე მდიდარი ლი კა-შინია და 29 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. ტერიტორიის ეკონომიკა თავისუფალ ბაზარს ეფუძნება, სახელმწიფო კი, საერთოდ არ ერევა ეკონომიკურ საკითხებში. რაც შეეხება ბეგარას, ის ძალიან დაბალია. ჰონგ–კონგი ეს არის ოფშორული ტერიტორია, თავისუფალი პორტით, სადაც იმპორტზე არ ეკისრებათ გადასახადები, ასევე არ არსებობს დამატებული ღირებულების გადასახადი, ან მისი ექვივალენტები. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში და გლობალური კრიზისის დროსაც კი ჰონგ-კონგის უძრავი ქონების ბაზარმა, სტაბილური ეკონომიკის პირობებში, შეძლო მინიმალური დანაკარგებით გადარჩენა.

24.აპრილი.2019 18:08
33

რატომ ეწინააღმდეგება ფინანსური მონიტორინგის სამსახური სებ-ში დაბრუნებას?

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:34
70

„ჩაგჩურჩულეს? წერილი მოგწერეს?“, - გოცირიძის კითხვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:18
147

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პირველი კომენტარი TBC-ზე: ჩვენი ქმედება სწორი იყო

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:00
64

ეკონომიკის სამინისტრო: 2030 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით, 33%-ით გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:35
65

ბიზნესომბუდსმენის აპარატი ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:23
168

"სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის ურთიერთობა რეგულირებადი გახდება"

ვრცლად