15.დეკემბერი .2015 11:55

პუტინმა არარეზიდენტებს რუსულ ბანკებში 50%-იანი კვოტა დაუწესა

views 1084
უკან

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კვოტებს აწესებს უცხოური კაპიტალის მონაწილეობაზე რუსეთში რეგისტრირებული საკრედიტო ორგანიზაციების ჯამურ კაპიტალში.
 
ახალი კანონის მიხედვით, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, არარეზიდენტებისთვის კვოტის მოცულობა 50%-ს შეადგენს.

ამ კვოტის გადაჭარბების შემთხვევაში, რუსეთის ცენტრალური ბანკი, საკრედიტო ორგანიზაციას უარს ეტყვის რეგისტრაციაზე და ასევე საწესდებო კაპიტალის გაზრდაზე არარეზიდენტების ფინანსური რესურსის საშუალებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა