მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინის აკრძალვის მიუხედავად, რუსები საქართველოში მაინც მოდიან

5d131b79b114f
მიხეილ ხაჩიძე
26.06.19 11:30
9681
რუსი ტურისტების უმეტესობას, რომლებიც წელს ზაფხულსა და შემოდგომაზე საქართველოში დასვენებას აპირებდნენ, ნაყიდი პაკეტები არ გაუუქმებიათ - ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო interfax.ru ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იმ ადამიანების რაოდენობა კი, ვინც პუტინის აკრძალვის შემდეგ, 8 ივლისიდან, საქართველოში წასვლაზე უარი განაცხადა, მინიმალურია. როგორც სტატიის ავტორს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში უთხრეს, ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად რუსულ სამოგზაურო ბაზარზე ვითარება კრიტიკული არ არის.

"ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, მიმდინარე სიტუაცია რუსეთის სამოგზაურო ბაზრისთვის კრიტიკული არ არის, გაუქმებული რეზერვაციების რაოდენობა მინიმალურია, ხოლო 8 ივლისიდან რუსები საქართველოში წასვლას ტრანსფერით აპირებენ, უკვე აქტიურად იჯავშნება ბილეთები", - განუმარტეს ჟურნალისტს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციაში.

შეგახსენებთ, რომ 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ.