მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკრედიტ ბანკის მწვანე გამოფენა-გაყიდვა პრო-ექსპო

5cbc6853260b1
მარიამ ადამია
21.04.19 16:50
560
21-22 აპრილს, „პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისი მწვანე გამოფენა-გაყიდვა „პრო ექსპოს“ მასპინძლობს, რომელიც დედამიწის დღეს უკავშირდება და წარმოდგენილია, როგორც ბიო, ასევე ორგანული და გარემოსადმი მეგობრული პროდუქციის მწარმოებელი და იმპორტიორი 30-მდე კომპანია სხვადასხვა სფეროდან. ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები, დამთვალიერებლებს მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას სთავაზობენ. მათ შორისაა, წიგნები, სათამაშოები, თავის მოვლის საშუალებები, საკვები, სასმელი და ყველაფერი ის, რაც ჩვენი ყოველდღიურობის აუცილებელი ელემენტია.

როგორ პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი მატუა, Bm.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, ღონისძიების მიზანია ქართული მწვანე ბიზნესების პოპულარიზება და განვითარების ხელშეწყობა.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს რომ გარემოსდაცვითი სტანდარტების გათვალისწინებით ეკონომიკური საქმიანობა „პროკრედიტ ბანკის“ გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რაც გამოიხატება, როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობისას, ასევე შიდა აქტივობების დაგეგმვისას. აქვე აღსანიშნავია, რომ ბანკი მწვანე დაკრედიტებას 2012 წლიდან ახორციელებს. შესაბამისად, ინვესტირება გარემოსადმი მეგობრულ ტექნოლოგიებში, ბანკის მომხმარებლებს მეტ კომფორტს უქმნის, ამცირებს დანახარჯებს, ზრდის ეფექტურობას და ამასთანავე, გარემოს შენარჩუნებას უწყობს ხელს,“ -განაცხადა ალექსი მატუამ.

რაც შეეხება, მონაწილე კომპანიებს, მათი თქმით, მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი მომხმარებლებისთვის არის ბაზარზე პროდუქციის შედარებით მაღალი ფასები, თუმცა, ამ მიმართულებითაც მუშაობენ და ცდილობენ პროდუქცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადონ.

გამოფენა-გაყიდვა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს კი შესაძლებლობა აქვთ პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისს დღის 12-დან საღამოს 6 საათამდე, 22 აპრილის ჩათვლით ეწვიონ.