03.დეკემბერი .2015 19:49

პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

views 2265
უკან

პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ასმუს როტნემ თანამდებობა დატოვა. საჯარო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებული დოკუმენტაციის მიხედვით, როტნემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ბანკის დირექტორებად ამჯერად რჩებიან ქეთევან ხუსკივაძე, სოფიო კორძახია და ალექსი მატუა. 
 
ქეთევან ხუსკივაძე 2010 წლის შემოდგომაზე დაინიშნა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად და სათავეში უდგას რისკების და იურიდიულ განყოფილებებს. პროკრედიტ ბანკში ბანკის დაარსების დღიდან, 1999 წლიდან, მუშაობს.  სოფიო კორძახია 2014 წლის გაზაფხულზე დაინიშნა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად, ალექსი მატუა კი 2015 წლის სექტემბერში დაინიშნა ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრად. 

ასმუს როტნემ, ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე, საშა ტერნესი 2014 წელს ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა