26.მარტი.2016 14:22
კრიპტოვალუტები

პროფესიული განათლების რეფორმა, სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება

პროფესიული განათლების რეფორმა, სავარაუდოდ მომავალი წლიდან ამოქმედდება
საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმა განხორციელდება, რომლის თანახმადაც დამსაქმებლის ჩართულობით, შრომის ბაზარზე ორიენტირებული პროფესიების გამოკვეთა უნდა მოხდეს.  რეფორმის დეტალებზე "საქმიან დილასთან" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი საუბრობს. 

- ქალბატონო ქეთევანროდის გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები და რას მოიცავს ის?
 
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა პროფესიულ განათლებაში და ინტენსიური მუშაობა იწყება იმისთვის, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უკვე წელს დავასრულოთ. აქ კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა იგულისხმება, იმისათვის რომ თანამშრომლობის პირობებზე შევთანხმდეთ და დაინტერესებული მხარეები გამოიკვეთოს. გარკვეული სატესტო სამუშაოები შეიძლება წელსვე ჩავატაროთ, ხოლო დანერგვა მიმავალი წლიდან დავიწყოთ. ეს მნიშვნელოვანია და ამის სარგებელს საქართველოს ყველა მოქალაქე იგრძნობს. აქ საუბარია მაღალი ხარისხის პროფესიულ განათლებაზე, კონკრეტულ უნარ-ჩვევებზე, რომელიც სტუდენტს დასაქმებაში ან თვითდასაქმებაში დაეხმარება.

- თანამშრომლობა პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სექტორს შორის, ასევე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის უნდა შედგეს. ეს თანამშრომლობა როგორ გესახებათ და წელს ყველაფერი ამის დაწყება თუ მოესწრება?

- ეს თანამშრომლობა აუცილებლად ეფექტური უნდა იყოს. ინტერესი გამოკვეთილია. ჩვენ უკვე კერძო სექტორის წარმომადგენლები გვიკავშირდებიან. მათი ინტერესი ასევე დაადასტურა “ათასწლეულის გამოწვევის“ კორპორაციის ფარგლებში გამოცხადებულმა საგრანტო კონკურსმა, სადაც 23 პროცენტი კერძო სექტორის თანადაფინანსება შემოვიდა. 

განათლებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ ასწავლის, რას ასწავლის და ვის და როგორ ასწავლის. შესაბამისად ჩვენ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის მეშვეობით, ევროპელი ექპერტების ჩართულობით პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, კონცეფციის შემუშავება უკვე დაწყებული გვაქვს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაცია გვეხმარება და ამ ეტაპისთვის უკვე იმ პირების შერჩევა მიმდინარეობს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ასწავლონ, იყვნენ პროფესიული განათლების მასწავლებლები და ამისათვის გერმანიაში გადამზადების კურსებს გაივლიან. სხვადასხვა ტიპის გაცვლით პროგრამებზეც გვაქვს საუბარიც და აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ თუ რატომ უნდა იყოს კერძო სექტორი ჩართული პროფესიულ განათლებაში არის ის, რომ გარკვეული კომპეტენციები უკვე თავმოყრილია კერძო სექტორში და აუცილებელია მათი ცოდნა, გამოცდილება და სწორედ ის პრაქტიკული მიდგომები გამოვიყენოთ, რომელიც ბიზნესს სჭირდება გასავითარებლად. სწორედ ისინი გვეტყვიან კონკრეტულად როგორი უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანებს, ვისაც დაიქირავებენ.
 
რამდენად დააინტერესებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც პროფესიული განათლება უნდა მიიღონ, რას გააკეთებთ იმისთვის, რომ ეს ადამიანები მოიზიდოთ?

- არის სხვადასხვა მოდელები, საუბარია კერძო საჯარო პარტნიორობაზე, ანუ კერძო სექტორის პროფესიული განათლების განხორციელების ეტაპებზე ჩართულობაზე და ასევე ვსაუბრობთ სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებაზე. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება პრაქტიკული მიდგომაა. ეს არის სწავლება კეთებით, ანუ ადამიანი მუშაობის პროცესში სწავლობს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან კერძო სექტორი სწორედ ამ კუთხით არის ჩართული და მაგალითად, სტუდენტი, მიუხედავად ასაკისა, იმიტომ რომ პროფესიული განათლების მიღება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ძალიან მოქნილია. სტუდენტი კოლეჯში დაახლოებით 40 პროცენტს გაივლის, სადაც თეორიულ ცოდნას მიიღებს, დანარჩენ დროს ის საწარმოში ატარებს, იქ ტრენინგს გადის და ამ პერიოდში მას მომავალ პოტენციურ დამსაქმებელთან ურთიერთობა უყალიბდება.

15.ივლისი.2019 21:00
615

ნიკა ნანუაშვილი: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ჩვენთან არ იმუშავებს“

ვრცლად
01.ივლისი.2019 23:05
3004

კრიპტოვალუტების მოსაპოვებლად სიმძლავრის მიწოდება დღგ-თი დაიბეგრა

ვრცლად
05.ივნისი.2019 11:11
9245

ბიტკოინი ისევ იაფდება

ვრცლად
15.მაისი.2019 00:02
10463

ბიტკოინის ფასი $8,000-მდე გაიზარდა

ვრცლად
09.მაისი.2019 01:21
9301

ჰაკერებმა 41 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინები მოიპარეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 13:52
1899

Final Frontier ბიტკოინის ფონდს ქმნის

ვრცლად