მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლების ახალ შესაძლებლობებს შექმნის"

5d09eec6a10e6
თელარა გელანტია
19.06.19 12:12
804
„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის სარგებლის თითოეულ ოჯახამდე მიტანაა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე ფართომასშტაბიან პროექტზე, რომელთა დასრულებაც უახლოესი 3 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. მათ შორისაა, გაზიფიცირების პროექტი, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი ბუნებრივი აირის მომხმარებელი იქნება და ამ მაჩვენებლით საქართველო ერთ-ერთი მეწინავე იქნება ევროპაში.

რაც შეეხება სხვა პროექტებს, ნათია თურნავამ ისაუბრა „უშუქო სოფლების" ელექტრიფიკაციისა და მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროექტებზე. მინისტრის თქმით, ყველა ამ პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი სიღარიბის დაძლევაა, რომელიც განსაკუთრებით ცხადად რეგიონებში იგრძნობა.

„მე ხშირად დავდივარ სხვადასხვა რეგიონებში, ვხვდები მოსახლეობას. ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ, რეგიონებში მცხოვრებთათვის შექმნის ახალ შესაძლებლობებს განვითარებისა და კეთილდღეობის ამაღლებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.