16.მაისი.2019 17:25
ეკონომიკა

„პრივატიზაცია აუცილებელია, თუმცა სტანდარტების დაცვით“

„პრივატიზაცია აუცილებელია, თუმცა სტანდარტების დაცვით“
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოების ეფექტურობისთვის პრივატიზაციის პროცესი აუცილებელია, თუმცა პროცესი გამჭირვალედ და სტანდარტების დაცვით უნდა განხორციელდეს. მისი თქმით, სხვა შემთხვევაში ჩნდება რისკები, რომ სახელმწიფო ქონების თავმოყრა ერთ ხელში მოხვდება.

„ქობულიამ ზუსტად დაინახა, რომ სახელმწიფო კომპანიები დიდი ხვრელია ბიუჯეტში და ჩვენს ჯიბეში. მაგრამ მას უნდა ელაპარაკა ის, რომ სახელმწიფო ჩარევა პირიქით უნდა იყოს ნაკლები. თუ ჩვენ გვინდა სახელმწიფო საწარმოები გახდეს ეეფქტური, ერთადერთი გზაა პრივატიზაცია, მაგრამ გააჩნია რა პირობებით მოხდება ეს და ხომ არ მოხდება ვიღაცების ხელში ამ ქონების თავმოყრა.

გამჭირვალე პრივატიზაციაა, როდესაც მართლაც შემოდიან საერთაშორისო კორპორაციები, რომელთაც დაწესებული აქვთ სტანდარტები, ამ შემთხვევაში იზრდება ეფექტურობა და ეს ხმარდება ჩვენი ხალხის კეთილდღეობას.

თუ არ შეიქმნა კეთილდღეობა და სიმდიდრე, ვერც ვერაფერი გადანაწილდება. მიდგომა, რომ თითქოს მდიდარი თუ გამდიდრდება ამით ღარიბი გაღარიბდება არის ყველაზე მცდარი.

მთავარი არის ის, რომ სანამ ივანიშვილი მართავს საშველი არ არის, ამ პოლიტიკურ სისტემაში ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ იქნება“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ავტორი: თათია ჩაფიჩაძე

26.მაისი.2019 22:03
69

გაფიცულ მაღაროელებსა და "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ვერ შედგა

ვრცლად
26.მაისი.2019 21:10
225

რას გულისხმობს ქუთაისის ბრენდინგი? – გეგმები იმერეთში

ვრცლად
26.მაისი.2019 20:00
152

რევაზ ვაშაკიძე: სოფლის მეურნეობაში უნდა შეიქმნას ფუნდამენტი – ხორბალი და მარცვლეული

ვრცლად
26.მაისი.2019 19:40
498

თორნიკე რიჟვაძე: წლის ბოლომდე გადაწყდება, ბათუმში აეროპორტი გაფართოვდება, თუ ახალი აშენდება

ვრცლად
26.მაისი.2019 19:15
141

რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს

ვრცლად
26.მაისი.2019 18:50
517

ქალაქები, სადაც ცხოვრების დონე ყველაზე მაღალია

ვრცლად