მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PricewaterhouseCoopers: 100 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაციამ $20 ტრილიონს გადააჭარბა

5d58703fee84c
მარიამ ადამია
18.08.19 13:30
1500
PricewaterhouseCoopers-ის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით, უმსხვილესი ასი კომპანიის კაპიტალიზაციის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით არის გაზრდილი და 20 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს, რაც რეკორდული მაჩენებელია.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზრდის ტემპი 2018 წელთან შედარებით 10 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, რაც უმთავრესად ამერიკული კომპანიების დამსახურებაა.

იმ დროს, როდესაც ევროპული და ჩინური კომპანიები სტაგნაციას განიცდიდნენ და ბაზრებს ტოვებდნენ Brexit-ის გამო, ამერიკული კომპანიები თვითგანვითარებაზე და ზრდაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

მათ შორის, რეიტინგის პირველ ხუთეულს იკავებენ გიგანტი კომპანიები: Microsoft, Apple, Amazon, Alphabet და Berkshire Hathaway. ერთადერთი ევროპული კომპანია, რომელმაც ტოპ-ოცეულში, მე-13 ადგილას მოხვედრა მოახერხა, Nestle-ა.

როგორც PricewaterhouseCoopers აღნიშნვს, აეს სტატისტიკა რეკორდულია და მსგავსი არცერთ წელს არ დაფიქსირებულა, ხოლო ერთადერთი რაც უცვლელია, ეს პირველი ხუთი კომპანიაა, რომლებიც სტაბილურად ინარჩუნებენ ლიდერ პოზიციებს.