29.დეკემბერი .2015 14:09

პრეზიდენტმა საპოლიციო გამოსახლების წესის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონს ხელი მოაწერა

views 1161
უკან

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, საპოლიციო წესით გამოსახლების გაუქმებასთან დაკვშირებულ კანონთა პაკეტს.
 
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტა, რომ ცვლილებების მიხედვით, ხდება საპოლიციო წესით გამოსახლების ჩანაცვლება სასამართლო წესით.

„მიგვაჩნია, რომ ეს სამართლებრივი სახელმწიფოს და ეროვნული მართლწესრიგის იდეის დამკვიდრებას და გაძლიერებას ემსახურება და ასევე ითვალისწინებს ევროპული სტანდარტისა და პრაქტიკის შემოღებას.

თუმცა უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება, რაც არაერთხელ დაუფიქსირებია საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის საკითხებზე, რომელიც კერძო სექტორისა და ბიზნესისათვის დიდი მგრძნობელობით და მნიშვნელობით გამოირჩევა, აუცილებელია საკითხის დაყენებისთანავე მოხდეს მათ წარმომადგენლებთან კონსულტაციები, რათა კანონის მიღების შემდეგ გარკვეული კითხვები აღარ ისმებოდეს“,- აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.