მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტი - ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ

5d0f2eca62af0
BM.GE
23.06.19 11:46
1053
ჩემი პასუხია, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ. პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაწყვიტონ პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ევრონიუსთან“ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომელიც დაინტერესდა, რას უპასუხებს საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ფრენების აკრძალვის შესახებ.

„ პრობლემების გადაწყვეტა გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას, მაგრამ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე, მშვიდობიან ვითარებაზე საქართველოში, რომელიც ნარჩუნდება ყველაფრის მიუხედავად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველომ რეგიონში დაძაბულობა არავის სჭირდება.

„ ჩვენ უნდა დავიწყოთ დეესკალაცია, იმიტომ, რომ არავის, არც საქართველოს, არც ევროკავშირს, არ სჭირდება დაძაბულობის ახალი კერა რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდით - მშვიდობიანი გზით პასუხის გაცემას დაძაბულობის გაჩენის ყველა მცდელობაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ipn.ge