მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

5d2d9b71e9c51
თელარა გელანტია
16.07.19 13:48
783
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად გაეცნო.

ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის 14 კმ-იანი გზის მშენებლობას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ მონაკვეთზე სამუშაოები ვადების შესაბამისად სრულდება, ხოლო მეორე მონაკვეთზე, შეჩერებული სამუშაოების გასაგრძელებლად, მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზა ერთ-ერთი ურთულესია და რამდენიმე გვირაბსა და ხიდს მოიცავს. ის გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და რიკოთის გვირაბთან გავა.
აღნიშნული გზა აგარა-ზემო ოსიაურის გზის გაგრძელება იქნება, რომლის უკვე აშენებული 5 კილომეტრი ექსპლუატაციაში ამ პროექტის დასრულების შემდეგ შევა.

პროექტის ფარგლებში შენდება 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი (WB) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს.