10.მარტი.2016 09:42
ეკონომიკა

პრემიერი ვიზალიბერალიზაციაზე: რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება

პრემიერი ვიზალიბერალიზაციაზე: რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება
ეს არის ჩვენი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ძალიან დიდი ძალისხმევისა და შრომის შედეგი და ეს არის ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის შედეგი,–ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ინიციატივას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ.
 
პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიას, საქართველოს მეგობრებსა და პარტნიორებს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროცესი დაჩქარებულად წარიმართება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რამდენიმე თვეში ამოქმედდება.

"ევროკომისია გამოვიდა საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ძალიან დიდი წარმატება. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს, ყველას, ვინც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ამ პროცესის ასე პოზიტიურად წარმართვაში. ამ ინიციატივას მოჰყვება განხილვა ერთდროულად ორივე ინსტიტუციაში–ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში და რამდენიმე თვეში პროცესი წარმატებით დასრულდება. უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ეს პროცესი ჩქარა წარიმართება. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისარს საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებისთვის, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის საფუძველზე და რა თქმა უნდა, ევროკომისიას ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

20.ივლისი.2019 00:20
88

ელექტრომობილების რაოდენობა ევროპაში 2025 წლისთვის გაექვსმაგდება

ვრცლად
19.ივლისი.2019 22:30
227

შსს-მ 2019 წლის 6 თვეში საქართველოში უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქე არ შემოუშვა - სტატისტიკა

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:24
236

საგარეოს ინდოეთში საქართველოს ვიზების გაცემაში VFS Global-ი დაეხმარება

ვრცლად
19.ივლისი.2019 21:10
294

"საბას" მოიჯარეები: ლარის გაუფასურების გამო, იჯარა 1200–დან 1500 დოლარამდე გაგვიძვირდა

ვრცლად
19.ივლისი.2019 20:30
176

"2030 წელს გაზზე მოთხოვნა გაორმაგდება" - რატომ სჭირდება საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავი?

ვრცლად
19.ივლისი.2019 19:42
206

გენადი არველაძე: სათამაშოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს წლის ბოლომდე მივიღებთ

ვრცლად