24.თებერვალი .2016 14:34

პრემიერი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრას 1 მარტს გეგმავს

views 1104
უკან

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უალკოჰოლო სასმელების ინდუსტრიასთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" კომპანია "ნატახტარის" კომერციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრა 1 მარტს გაიმართება.

"მარკირების პროცესი ჩვენთვის პრობლემატურია როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ისე - თვითონ იდეა, რადგან თუ ამ ინდუსტრიაში პრობლემა არსებობს, ის 5 მილიონი ლარის ღირებულების ნამდვილად არ არის, რაც მარკირება ჯდება. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ არგადაგვეხადა მომსახურების თანხა. ჩვენ სახელმწიფოსგან შესაბამისი აქტით დასაბუთებული გარანტია გვაქვს, რომ ამ თანხას 1 აპრილამდე სახელმწიფო იხდის, თუმცა აქაც შეკითხვას ვსვამთ - რატომ უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ, რადგან ეს პრაქტიკულად, ბიუჯეტში ჩვენი გადახდილი თანხაა, რომელიც ჩვენი აზრით, არამიზნობრივად იხარჯება. დღეს ჩვენ არ გვაქვს არანაირი გარანტია იმისა, რომ ფინანსთა სამინისტრო არ შემოგვიბრუნდება და არ გვეტყვის, რომ ეს თანხა ჩვენი გადასახადია. გვინდა, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრთან კომპლექსურად განვიხილოთ", - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა